ვეტერანები ბრუნდებიან

AutoSharing Option
ორმა ვეტერანმა კალათბურთელმა მოისურვა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნება. 38 წლის ცენტრი გრეგ ოსტერტაგი და 32 წლის ფორვარდი რიკი დევისი D-ლიგის კლუბებში მოეწყვნენ.

ისინი ფორმის დაბრუნებასა და NBA-ის რომელიმე კლუბისგან წინადადების მიღებას იმედოვნებენ.

ოსტერტაგი, რომელმაც "იუტასა" და "საკრამენტოში" გატარებული 11 სეზონის შემდეგ 2006 წელს დაასრულა კარიერა, "ტექსას ლეჯენდსში" ითამაშებს.

დევისმა იანვარში ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ "როანთან". ბოლოს მან NBA-ში 2008-09 წლების სეზონში ითამაშა, როცა "კლიპერსის" შემადგენლობაში ირიცხებოდა. "მაიამის", "შარლოტის", "კლივლენდის", "ბოსტონისა" და "მინესოტას" ყოფილი კალათბურთელი "სელტიქსის" ფარმ-კლუბში - "მეინ რედ კლოუზში"
ჩაირიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული