ფანტასტიკა ოკლაჰომაში

AutoSharing Option
გუშინდელ სათამაშო დღეს ცენტრალური შეხვედრა ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც "თანდერი" "დალასს" მასპინძლობდა. ეს გუნდები შარშან, კონფერენციის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "ოკლაჰომა" მაშინდელი წაგებისთვის რევანშის აღებას აპირებდა.

"დალასი" სტარტზე ორი უსახური მატჩის შემდეგ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო. სტუმრები ყველანაირად ეცადნენ იმას, რომ "ოკლაჰომას" პირველი წაგება ჩაეწერა ცხრილში.

მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. ხან "დალასი" გადიოდა წინ (უპირატესობა 12 ქულას აღწევდა), ხან მასპინძლები ახერხებდნენ გაქცევას და ჰანდიკაპის შექმნას (მაქსიმალური უპირატესობა - 8 ქულა).

ჩემპიონს ეტყობა, რომ ჯერ მზად არ არის ახალი სეზონისთვის - დაცვა
სუსტია, ხოლო შეტევითი არსენალი შეზღუდული. ლამარ ოდომი კარიერაში ყველაზე უარეს სეზონს ატარებს - ტყორცნა თითქმის არ აქვს, დაცვაში თამაშიც ძალიან მოიკოჭლებს და არც ბრძოლის ჟინი ჩანს. "მავერიქსის" რიგებში ფაქტობრივად მხოლოდ სამი კაცი თამაშობს - დირკ ნოვიცკი, ჯეისონ ტერი და დელონტე უესტი. მთელი მატჩის განმავლობაში "დალასი", ძირითადად, რასელ უესტბრუკის, კენდრიკ პერკინსისა და კევინ დურანტის უპასუხისმგებლო თამაშის წყალობით უნარჩუნებდა ინტრიგას შეხვედრას. ამ სამეულმა ჯამში 19 შეცდომა დაუშვა (მთელმა გუნდმა - 26). ცნობისთვის, "მავერიქსს" მხოლოდ 12 დაკარგვა ჰქონდა.

"ოკლაჰომა" ამ შეცდომებს აგრესიული შეტევით უკეთებდა კომპენსირებას. ისევ კარგად ითამაშეს მასპინძელთა რეზერვისტებმა - ჯეიმს ჰარდენმა და ერიკ მეინორმა. ჰარდენი უესტბრუკზე ნაყოფიერიც კი იყო. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო სამ წუთში სწორედ რასელის შედეგიანობის (7 ქულა) წყალობით არ ჩამორჩა "ოკლაჰომა" "დალასს", რომელიც ტერისა და ნოვიცკის მეთაურობით, შიგადაშიგ შარშანდელ საჩემპიონო თამაშს აჩვენებდა. ასეთ დაძაბულ თამაშში, ბუნებრივია, ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა.

ორქულიანი უპირატესობისას სერჟ იბაკამ მოახერხა ორივე საჯარიმოს აცილება და საპასუხო შეტევაში ვინს კარტერმა მშვიდად ჩააგდო სამქულიანი.
"ოკლაჰომას", კერძოდ კი დურანტს 1.4 წამი რჩებოდა თამაშის გადასარჩენად. ბოლო ორი რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირმა ეს დრო იკმარა სირენასთან ერთად შორეული სამქულიანის ჩასაგდებად. "თანდერმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, "დალასმა" კი ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.

ორლანდო-ნიუ ჯერსი 94:78
28:16, 22:28, 25:18, 19:16
ო: ანდერსონი (22), ჰოვარდი (16+24 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), რიჩარდსონი (16+5 მოხსნა), რედიკი (15), თურქოგლუ (11+6 მოხსნა+7 პასი).
ნ-ჯ: ბრუქსი (17), უილიამსი (10+7 პასი), ჰემფრიზი (9+10 მოხსნა), ოქური (9+6 მოხსნა).

ოკლაჰომა-დალასი 104:102
28:29, 28:23, 22:24, 26:26
ო: დურანტი (30+11 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (16), იბაკა (16+8 მოხსნა+3 დაფარება), ჰარდენი (15).
დ: ნოვიცკი (29+10 მოხსნა), ტერი (16+9 პასი), უესტი (15+6 პასი), მერიონი (8+6 მოხსნა).

საკრამენტო-ჩიკაგო 98:108
24:30, 29:30, 22:25, 23:23
ს: ტორნტონი (20+5 მოხსნა), ევანსი (19+3 ჩაჭრა), კაზინსი (15+12 მოხსნა), ფრედეტე (14), სალმონსი (12), ჰეიესი (7+10 მოხსნა).
ჩ: როუზი (19+8 პასი), ჰემილტონი (16), ბუზერი (16+15 მოხსნა), დენგი (12+6 მოხსნა), ბრიუერი (12), უოტსონი (8+5 მოხსნა+9 პასი).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 105:85
23:18, 30:17, 25:24, 27:26
ჰ: მარტინი (25), სკოლა (18+5 მოხსნა), ლოური (16+9 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), ლი (9).
ს-ა: ბლეირი (22+12 მოხსნა), პარკერი (12), სპლიტერი (10+11 მოხსნა).

პორტლენდი-დენვერი 111:102
30:17, 23:36, 30:26, 28:23
პ: მეტიუზი (25+5 მოხსნა), ფელტონი (23+5 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (22+5 მოხსნა), უოლასი (13+6 მოხსნა), ოლდრიჯი (13+5 მოხსნა+6 პასი), კემბი (2+12 მოხსნა+3 დაფარება).
დ: ლოუსონი (25+8 ჩაჭრა), აფლალო (19), გალინარი (16), მილერი (13+8 პასი), ნენე (10+9 მოხსნა).

ლეიკერსი-ნიუ იორკი 99:82
31:24, 32:27, 17:21, 19:10
ლ: ბრაიანტი (28+6 პასი), გასოლი (16+10 მოხსნა+5 პასი), ბლეიკი (11), მაკრობერტსი (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ნ-ი: ენტონი (27+7 მოხსნა+5 პასი), სტაუდმაიერი (15+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (13+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული