როგორც ესპანური პრესა წერს, ამერიკელი მცველი უკვე ჩავიდა პირენეებზე და უახლოეს დღეებში შეხვდება "კახა ლაბორალის" ხელმძღვანელობას. ეს კლუბი ამჟამად მეოთხე ადგილზეა ქვეყნის ჩემპიონატში, თუმცა გამოეთიშა ევროლიგის გათამაშებას. შესაბამისად, ბასკურ გუნდს საკმარისი პაუზები ექნება მატჩებს შორის, რითაც ამერიკელს გაუადვილდება კონდიციების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის კალათბურთელს, რომელიც 2006-07 წლების სეზონში ლიგის საუკეთესო ახალბედად აღიარეს, მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები
ბრენდონმა ასოციაციაში ხუთი სეზონი გაატარა და საშუალოდ 16.3 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა.
* * *
"იუტა ჯაზის” ყოფილმა რუსმა ლეგიონერმა ანდრეი კირილენკომ სეზონის ბოლომდე მოსკოვის ცსკა-ში თამაში გადაწყვიტა. ევროლიგის სტატისტიკური ლიდერი არმიელთა რიგებს 3 იანვარს დაუბრუნდება.
"ერთი თვის განმავლობაში მრავალი ვარიანტი განვიხილე, ყველაფერი ავწონ-დავწონე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სეზონი ცსკა-ს შემადგენლობაში უნდა დავასრულო. სეზონის პირველ ნახევარში მშვენიერი გუნდი ჩამოგვიყალიბდა და არასწორი იქნებოდა დაწყებული საქმის შუა გზაზე მოტოვება. უსამართლო ვიქნებოდი პარტნიორების და პირველ რიგში, გულშემატკივრების მიმართ. ვიცი, რომ ბევრს აქვს ჩემი იმედი.
ცსკა-ში გამოსვლა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს ყველა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებს”, - განაცხადა კირილენკომ.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის წინ კირილენკომ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ცსკა-სთან. ხელშეკრულება ნებისმიერ მომენტში კალათბურთელის NBA-ში დაბრუნებას ითვალისწინებდა.
ოკეანის გაღმა არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, ფორვარდმა ამ სეზონის რუსეთში დასრულება გადაწყვიტა, რითაც ევროლიგაზე ცსკა-ს შანსები შესამჩნევად ამაღლდა. როგორც იცით, ამ კლუბმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 10 შეხვედრა მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"