ქალი მსაჯი ცემა

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი კაილ ლოური. კალათბურთელს ქალი მსაჯის ცემისთვის ბრალდება წაუყენეს.

ინციდენტი სექტემბერში, ლას ვეგასში ჩატარებული საქველმოქმედო მატჩის დროს მოხდა. შეხვედრის ბოლოს ლოურიმ ინფინი რობინსონს მკერდში ესროლა ბურთი, შემდეგ კი არბიტრი უშვერი სიტყვებით გალანძღა და ცემით დაემუქრა. სკანდალი იმით დასრულდა, რომ ჰიუსტონელი მსაჯებისთვის განკუთვნილ ზონაში შევარდა და კიდევ ერთხელ ძლიერად ესროლა ბურთი რობინსონს.

მოწმის ჩვენება დაადასტურა რობინსონის კოლეგამ. მანვე ისიც აღნიშნა, რომ მოგვიანებით ლოურიმ ბოდიში მოუხადა მსაჯს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, "ჰიუსტონის" მცველს ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული