NBA: "ვაშინგტონის" უცნაური მოგება

AutoSharing Option
ვაშინგტონი-ოკლაჰომა 105:102
18:22, 28:29, 26:25, 33:26
ვ: უოლი (25+8 პასი+7 მოხსნა), იანგი (24), კროუფორდი (18+6 მოხსნა), ბლეტჩი (12+10 მოხსნა), მაკგი (7+11 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (36+7 პასი), დურანტი (33+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარდენი (13).

ჯონ უოლისა და ნიკ იანგის 25 და 24 ქულის წყალობით "ვაშინგტონმა" ჩემპიონატის ლიდერი "ოკლაჰომა" დაამარცხა", რითაც შეწყვიტა ამ გუნდის შვიდმატჩიანი მოგებათა სერია. "ვაშინგტონმა" მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო სეზონში.

"ოკლაჰომამ" ბოლო 15 მატჩში მხოლოდ მესამედ წააგო. რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა ჯამში 69 ქულა მიითვალეს, მაგრამ, სწორედ მათმა უზუსტობამ წააგებინა
"ოკლაჰომას" – მეოთხე მეოთხედის სტარტიდან მოყოლებული, ამ დუეტმა 17-დან 11 ტყორცნა ააცილა.

სტარტზე ზედიზედ ექვსი სამქულიანის აცილების შემდეგ, "ვაშინგტონმა" მომდევნო 10 შორეული ტყორცნიდან 7 მოათავსა კალათში.

დურანტმა საფინალო სირენამდე 1.9 წამით ადრე ააცილა სამქულიანი, რომელსაც შეეძლო ოვერტაიმი მოეტანა "ოკლაჰომასთვის".

ორლანდო-სან ანტონიო 83:85 (ო)
19:13, 21:24, 18:20, 17:18, 8:10
ო: ჰოვარდი (24+25 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (17+11 მოხსნა), უაფერი (15), რედიკი (13).
ს-ა: პარკერი (25+9 პასი+7 მოხსნა), დანკანი (17+10 მოხსნა), ჯეფერსონი (11), სპლიტერი (10+6 მოხსნა).

ტონი პარკერმა 25 ქულიდან 16 მეოთხე მეოთხედსა და ოვერტაიმში დააგროვა. ტიმ დანკანმა 17 ქულითა და 10 მოხსნით გამოიჩინა თავი და "სპურსმა" შეწყვიტა სტუმრად 10-მატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც გასული სეზონიდან იღებდა სათავეს.

თავის მხრივ, "ორლანდომ" შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოგებათა სერია. გარდა ამისა, ამ გუნდს შინ "სან ანტონიოსთან" ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა.

ნიუ ჯერსი-გ. სტეიტი 107:100
29:31, 26:25, 25:27, 27:17
ნ-ჯ: დ. უილიამსი (24+10 პასი+8 მოხსნა), ბრუქსი (22+8 მოხსნა+6 პასი), ჰემფრიზი (18+15 მოხსნა+4 დაფარება), ოქური (13), მოროუ (13), შ. უილიამსი (10).
გ-ს: ელისი (30+6 ჩაჭრა+5 პასი), რაიტი (17), ლი (12+10 მოხსნა), ტომპსონი (12).

დერონ უილიამსმა თავისი 24 ქულიდან 11 მეოთხე მეოთხედში მოიპოვა, აგრეთვე 10 შედეგიანი პასი და რვა მოხსნა მიითვალა და "ნიუ ჯერსის" სეზონში პირველი საშინაო მატჩი მოაგებინა.

"ნეტსი" აგებდა სამი მეოთხედის შემდეგ (80:83), მაგრამ თამაშში გარდატეხა 12:5 გაქცევის შემდეგ შეიტანა. ამ 12 ქულიდან დერონის ანგარიშზე ხუთი იყო, მათ შორის გადამწყვეტი სამქულიანი 3 წუთითა და 26 წამით ადრე.

ფილადელფია-დენვერი 104:108 (ო)
28:19, 17:32, 27:27, 24:18, 8:12
ფ: იანგი (22+7 მოხსნა), ტერნერი (20+11 მოხსნა), ბრენდი (16+7 მოხსნა), ჰოლიდეი (13), იგუოდალა (11+10 მოხსნა+9 პასი).
დ: მილერი (28+10 პასი+8 მოხსნა), ნენე (20+14 მოხსნა), აფლალო (14+6 მოხსნა), ლოუსონი (13+7 პასი), ჰარინგტონი (12+8 მოხსნა).

"დენვერის" სათადარიგომ ანდრე მილერმა 28 ქულით სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. ძირითად დროში მან თავისი გუნდის ბოლო 10 ქულა მიითვალა, აგრეთვე ერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო ოვერტაიმში, რამაც 42 წამით ადრე "დენვერი" 106:104. დააწინაურა. ამის შემდეგ მილერმა ჰოლიდეის ჩაუჭრა ბურთი და "ნაგეტს" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოაგებინა.

ატლანტიკის დივიზიონის ლიდერმა "ფილადელფიამ" შინ პირველი მატჩი წააგო.

ნიუ იორკი-ფინიქსი 88:91
19:20, 23:25, 19:19, 27:27
ნ-ი: სტაუდმაიერი (23+7 მოხსნა), შუმპერტი (20+4 ჩაჭრა), ფილდსი (17+6 მოხსნა), ენტონი (12+11 მოხსნა), ჩენდლერი (9+17 მოხსნა).
ფ: ნეში (26+11 პასი), ჰილი (14), ბრაუნი (14), გორტატი (11+12 მოხსნა).

სტივ ნეშის 26 ქულისა და 11 პასის მიუხედავად, "ფინიქსის" რიგებში გადამწყვეტი სიტყვა შენონ ბრაუნმა თქვა, რომელმაც გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო და "ფინიქსს" ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ გაამარჯვებინა.

ბოსტონი-ტორონტო 96:73
29:14, 15:24, 29:17, 23:18
ბ: რონდო (21), გარნეტი (15+7 მოხსნა), ბასი (13+9 მოხსნა), პიეტრუსი (12), პირსი (8+7 პასი).
ტ: ფორბსი (18), დეროზანი (11), დევისი (9+9 მოხსნა).

"ბოსტონის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ თავისი 21 ქულიდან 13 პირველ მეოთხედში დააგროვა და "სელტიქსს" ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ გამარჯვებაში დაეხმარა.

ლინუს კლეიზასთან შეჯახებისას რონდომ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, მაგრამ "ბოსტონს" მის გარეშე არ გაჭირვებია.

ნიუ ორლეანი-მემფისი 87:93
22:33, 26:22, 19:17, 20:21
ნ-ო: ჯეკი (27+8 პასი), არიზა (18+7 პასი), სმიტი (14+6 მოხსნა), ბელინელი (10).
მ: გასოლი (22+12 მოხსნა+7 პასი), კონლი (18+10 პასი), მაიო (16), გეი (12), ალენი (12).

მარკ გასოლმა 22 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, მაიკ კონლიმ ოთხი სამქულიანი ჩააგდო, "მემფისის" რიგებში ჯამში ხუთმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ ათი ქულის დაგროვება და ამ ყველაფრის წყალობით გუნდმა ოთხ მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. თავის მხრივ, "ნიუ ორლეანი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა.

მინესოტა-დეტროიტი 93:85
17:20, 19:22, 28:29, 29:14
მ: ლავი (20+17 მოხსნა), ჯონსონი (11), ტოლივერი (11), პეკოვიჩი (11), რუბიო (9+8 პასი+7 მოხსნა+6 ჩაჭრა).
დ: პრინსი (29), გორდონი (18), მონრო (13+12 მოხსნა), სტაკი (10).

კევინ ლავმა 20 ქულითა და 17 მოხსნით სეზონში ზედიზედ მე-14 ორმაგი დუბლი შეასრულა. "მინესოტამ" პირველი სამი მეოთხედი წააგო, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვება.

ატლანტა-პორტლენდი 92:89
21:17, 30:25, 24:20, 17:27
ა: ჯონსონი (24+7 მოხსნა+5 პასი), სმიტი (17+11 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (13+5 პასი), უილიამსი (12+8 მოხსნა), ფაჩულია (5+11 მოხსნა).
პ: კროუფორდი (22+5 პასი), ოლდრიჯი (20+11 მოხსნა), მეტიუზი (10+5 ჩაჭრა), ფელტონი (9+8 პასი), უოლასი (8+9 მოხსნა), ტომასი (8+9 მოხსნა).

კლიპერსი-დალასი 91:89
31:27, 21:24, 19:20, 20:18
კ: უილიამსი (26), ბილაპსი (21+8 მოხსნა), ჯორდანი (19+9 მოხსნა+5 დაფარება), გრიფინი (14+17 მოხსნა+7 პასი).
დ: ნოვიცკი (17+7 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (17), მაინმი (13), ტერი (12+5 პასი), მერიონი (12+10 მოხსნა), კიდი (5+10 პასი).

საკრამენტო-ინდიანა 92:88
19:23, 26:27, 21:30, 26:8
ს: ტორნტონი (17), გარსია (16), კაზინსი (13+19 მოხსნა), ტომპსონი (9+10 მოხსნა), ევანსი (8+7 მოხსნა+6 პასი).
ი: გრეინჯერი (16+7 მოხსნა), კოლისონი (16+6 მოხსნა), უესტი (13), ჰიბერტი (13+8 მოხსნა+4 დაფარება), ჯორჯი (10+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული