მასპინძლების რიგებში კვლავ არ უთამაშია დირკ ნოვიცკის, ამიტომაც მაყურებელმა ვერ იხილა ლიგის ორი საუკეთესო მსროლელი მძიმე ფორვარდის - ნოვიცკისა და კევინ ლავის დაპირისპირება.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ რიკ ადელმანის შეგირდებმა შთამბეჭდავი სპურტი განახორციელეს - 13:4 და მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს თამაშის გადარჩენა. კვლავ უნდა აღვნიშნოთ სტუმრების წარმატებაში რიკი რუბიოს წვლილი, რომლის ანგარიშზე სეზონში მეშვიდე ორმაგი დუბლია (17 ქულა, 12 პასი, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა). ხოლო ბრწყინვალე ლავმა ჩემპიონატში მეექვსედ
* * *
რთული წარმოსადგენი იყო, რომ წინა დღეს "ორლანდოსთან" დასანანი მარცხის შემდეგ "ინდიანა" მოახერხებდა ფეხზე დადგომას და სტუმრად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერის - "ჩიკაგო ბულზის" დამარცხებას. მით უმეტეს, რომ პირველი მეოთხედის ბოლოსკენ "ხარებმა" 10 ქულით წინ გასვლა შეძლეს. მაგრამ "ინდიანამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ იმყოფება აღმოსავლეთის ლიდერებს შორის. შესვენების შემდეგ დაცვის გამოსწორებით სტუმრებმა ნელა, მაგრამ მეთოდურად დაიწყეს ჩამორჩენის გაბათილება, ხოლო "ბულზის" ზედიზედ გაფუჭებული რამდენიმე შეტევის შემდეგ წინ გასვლაც შეძლეს - 89:82.
ტომ ტიბოდოს მიერ აღებულმა ტაიმ-აუტმა გამოაფხიზლა მისი შეგირდები. ბუზერისა და ნოას ზუსტმა ტყორცნებმა ჰანდიკაპი მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ "ჩიკაგოს" თამაშის გადარჩენის შანსი მოუსპო მისმა ცენტრმა ნოამ, რომელმაც ბურთი ჩააბარა მეტოქეს. საინტერესოა, რომ ორივე გუნდის სასტარტოში არ ყოფილა არც ერთი კალათბურთელი, რომელმაც მინიმუმ ათქულიან ზღვარს მიაღწია.
* * *
"დეტროიტი" არც ისე უიმედო გუნდი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. "პისტონზმა" ტაიშონ პრინსისა და ბენ გორდონის გარეშე კინაღამ მოუგო "მაიამის". ბოლო მეოთხედში "ჰიტს" კომფორტული 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. საფინალო სირენამდე წუთითა და 18 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსი საჯარიმოს შესასრულებლად ემზადებოდა, ანგარიში კი 98:95 იყო "დეტროიტის" სასარგებლოდ. "ჰიტი" სწორედ ლებრონმა გადაარჩინა, რომელმაც შესაშური სიმშვიდით გამოიყენა ექვსიდან ექვსი საჯარიმო.
* * *
უცნაური გუნდია "ტორონტო", რომელსაც შეუძლია ზედიზედ რვა წაგების შემდეგ მოიგოს ორი გასვლითი შეხვედრა, თანაც ერთ-ერთი იმ დროს, როცა გუნდი პირველ მეოთხედში 18 ქულას აგებდა. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო "იუტასთან" მატჩში, რომელიც კანადელებმა ორ ოვერტაიმში მოიგეს. "ტორონტოს" ლეგიონერთა წყვილმა - ანდრეა ბარნიანიმ და ლინას კლეიზამ ჯამში 50 ქულა დააგროვა. "რეპტორზმა" შეწყვიტა სოლტ-ლეიკ-სიტიში 11-მატჩიანი მოგებათა სერია.
* * *
"მილუოკიმ" 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა ჰიუსტონში. არადა, "როკეტსის" შვიდმატჩიანი მოგებათა სერიისა და ბოგუტის ტრავმის გათვალისწინებით, "ბაქსს" ამ უიღბლო სერიის შეწყვეტის შანსი თითქმის არ ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მოწყობილმა 20:1 გაქცევამ, რომლის მთავარი შემოქმედი ბენო უდრიხი იყო.
ვაშინგტონი-შარლოტი 92:75
31:17, 17:11, 23:21, 21:26
ვ: იანგი (20), ბლეტჩი (17+10 მოხსნა), უოლი (12+6 მოხსნა), კროუფორდი (9+5 პასი), მაკგი (6+10 მოხსნა+4 დაფარება).
შ: კეროლი (17), ტომასი (13+9 მოხსნა+9 დაფარება+4 ჩაჭრა), ჰიგინსი (13), ბრაუნი (10+6 მოხსნა).
ფილადელფია-ნიუ ჯერსი 90:97 (ო)
18:22, 27:21, 16:23, 21:16, 8:15
ფ: უილიამსი (17+6 პასი), ბრენდი (16), ჰოლიდეი (14+7 პასი+3 ჩაჭრა), იგუოდალა (12+6 მოხსნა), იანგი (10+5 მოხსნა).
ნ-ჯ: დ. უილიამსი (34+11 პასი), მოროუ (16), ჰემფრიზი (13+19 მოხსნა), ფარმარი (12), ოქური (11+6 მოხსნა).
ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 101:91
30:22, 30:29, 18:20, 23:20
ო: დურანტი (25+7 მოხსნა+3 დაფარება), ჰარდენი (18+6 პასი), იბაკა (14+7 მოხსნა), უესტბრუკი (14+5 პასი+3 ჩაჭრა).
ნ-ო: ჯეკი (20+5 პასი), აიონი (16), ლენდრი (15), ამინუ (11).
ჰიუსტონი-მილუოკი 99:105
23:29, 28:13, 19:30, 29:33
ჰ: მარტინი (29), სკოლა (18+8 მოხსნა), პარსონსი (16+7 მოხსნა+5 პასი), დალემბერი (13+18 მოხსნა), ლოური (8+10 პასი+8 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (20+6 პასი), ჯექსონი (20), დანლივი (18), გუდენი (11), ილიასოვა (7+19 მოხსნა).
დალასი-მინესოტა 90:105
27:26, 27:26, 18:26, 18:27
დ: ტერი (17+5 პასი), მერიონი (15+6 მოხსნა), ბობუა (11+5 პასი), ჰაივუდი (8+10 მოხსნა).
მ: ლავი (31+10 მოხსნა), რუბიო (17+12 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ელინგტონი (16), პეკოვიჩი (13+7 მოხსნა), უილიამსი (10+6 მოხსნა ), მილიჩიჩი (8+7 მოხსნა+7 დაფარება).
საკრამენტო-დენვერი 93:122
26:32, 17:34, 22:28, 28:28
ს: ფრედეტი (19), კაზინსი (17+15 მოხსნა), ტომასი (16+6 პასი), ევანსი (12+7 პასი).
დ: გალინარი (23+5 პასი+3 დაფარება), ნენე (16), მილერი (15+10 პასი), ბრიუერი (15+3 ჩაჭრა), ლოუსონი (11), კუფოსი (10+7 მოხსნა), ჰარინგტონი (10+5 მოხსნა).
კლივლენდი-ნიუ იორკი 91:81
27:23, 28:22, 24:19, 22:17
კ: ჯეიმისონი (15+5 მოხსნა), კასპი (13), პარკერი (13), ვარეჟაო (10+16 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (19+14 მოხსნა), ენტონი (15+6 პასი), ფილდზი (13+5 მოხსნა), ჩენდლერი (11+9 მოხსნა).
დეტროიტი-მაიამი 98:101
17:24, 33:32, 24:24, 24:21
დ: დეი (28+6 მოხსნა), მონრო (20+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნაიტი (17+5 პასი), სტაკი (15+6 პასი).
მ: ჯეიმსი (32+7 პასი+6 მოხსნა), ბოში (27+6 მოხსნა), ჩელმერსი (16), მილერი (10).
ჩიკაგო-ინდიანა 90:95
23:24, 31:20, 20:31, 16:20
ჩ: როუზი (24), ბრიუერი (20+10 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (17), ბუზერი (11+7 მოხსნა), ნოა (10+13 მოხსნა).
ი: გრეინჯერი (22+9 მოხსნა), ჰიბერტი (20+8 მოხსნა+4 დაფარება), უესტი (14+7 მოხსნა), ჯორჯი (13), კოლისონი (11+8 პასი+6 მოხსნა), ჰენსბრო (10+6 მოხსნა).
სან ანტონიო-ატლანტა 105:83
24:18, 24:26, 28:17, 29:22
ს-ა: ბლეირი (17), ბონერი (17), სპლიტერი (16+8 მოხსნა), პარკერი (15+7 პასი), გრინი (10+5 მოხსნა+5 პასი), დანკანი (6+11 მოხსნა).
ა: ტიგი (20+5 მოხსნა ), სმიტი (13+5 მოხსნა), ჯონსონი (10+7 პასი), უილიამსი (8+9 მოხსნა).
იუტა-ტორონტო 106:111 (2ო)
32:23, 18:27, 25:19, 15:21, 10:10, 6:11
ი: მილსეპი (31+11 მოხსნა), ჰარისი (24+6 პასი), ფეივორსი (16+12 მოხსნა), ბედი (11), მაილზი (11).
ტ: კლეიზა (25+5 მოხსნა), ბარნიანი (25+5 მოხსნა), დეროზანი (17+8 მოხსნა), ბარბოზა (13), კალდერონი (12+7 პასი).
გ. სტეიტი-პორტლენდი 101:93
24:26, 24:27, 31:20, 22:20
გ-ს: კარი (32+7 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლი (26+5 მოხსნა), რაში (14+6 მოხსნა), ელისი (4+12 პასი+3 ჩაჭრა).
პ: ოლდრიჯი (18+7 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (16), კროუფორდი (16), მეტიუზი (15), კემბი (4+16 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"