სადამდე დაეცა გილბერტ არენასი

AutoSharing Option
რთული სათქმელია რამ გააფუჭა გილბერტ არენასის კარიერა - დიდმა ფულმა, იარაღისადმი სიყვარულმა თუ ვარჯიშების სანაცვლოდ ზედმეტმა ლაყბობამ. თუმცა კარიერა რომ დაღუპულია - უტყუარი ფაქტია.

"აგენტი ზერო", რომელიც ამ სეზონის წინ "ორლანდოდან" გააგდეს და ჯერაც ვერ შოულობს სამუშაოს, "ლეიკერსშია" გასინჯვაზე (!!!) იმყოფებდა - თითქოს D-ლიგის რომელიმე რიგითი წარმომადგენელი იყოს.

არენასი, რომელიც ორი დღის წინ 30 წლის გახდა, ცოტა ხნის წინ მეგავარსკვლავად იწოდებოდა. ბევრი ლაპარაკი შეიძლება მის პირადი ხასიათის პრობლემებსა და ცუდ სამუშაო ეთიკაზე, მაგრამ ჯერაც ყველას თვალწინ უდგას 2006-07 წლების სეზონი,
როცა გილბერტი ერთ მატჩში აგროვებდა 35, 36, 38, 40, 41, 42, 43, 44, 45, 51, 54 და ბოლოს, 60 ქულას. და ეს ყველაფერი ერთ ჩემპიონატში!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული