"ჰიუსტონის" ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავური ფორვარდის - პაუ გასოლის შეძენით. სანდო წყაროს ცნობით, "როკეტსმა" კალიფორნიულ მხარეს ესპანელ ლეგიონერში ფორვარდი ლუის სკოლა და მცველი კევინ მარტინი შესთავაზა, თუმცა "ლეიკერსი" მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს გასოლს, თუ "რაკეტები" მასში მცველ კაილი ლოურის გაიმეტებენ.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზარზე "ლეიკერსის" პრიორიტეტული მიზანი მაღალი დონის გამთამაშებლის გაფორმებაა.
ამასობაში, ამერიკული პრესა წერს, რომ კობი ბრაიანტმა, შესაძლოა, მწვანე შუქი მისცეს თავის გუნდში მცველ გილბერტ არნასის გადასვლას. როგორც ირკვევა, კობი დაუკავშირდა არენასს და უთხრა, რომ
სურს მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"