NBA მიმოხილვა: ჯერემი ლინჩის წესით

AutoSharing Option
"საერთოდ არ მესმის, ასეთი რა გააკეთა ამ ბიჭმა, რომ უცებ ყველამ მასზე დაიწყო ლაპარაკი", - ამბობდა კობი ბრაიანტი "ნიუ იორკისა" და "ლეიკერსის" მატჩის წინ. მაგრამ, ამ შეხვედრის შემდეგ, NBA-ის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვალავი ნამდვილად დაიმახსოვრებს ამ ბიჭის სახელსა და სახეს.

მას ჯერემი ლინი ჰქვია. სწორედ მისი წყალობით მოუგო "ნიქსმა" "ლეიკერსს". ქედმაღალი ბრაიანტი ძალიან მონდომებული იყო, 41 წუთი გაატარა მოედანზე, ყველა წერტილიდან ისროდა (თამაშიდან - 11/29) და საბოლოოდ, 34 ქულა დააგროვა, მაგრამ ის ჯერემის ჩრდილში მოექცა, რომლის ანგარიშზე 38 ქულა (თამაშიდან -
13/23) და 7 შედეგიანი პასი იყო.

მატჩის ბოლოს, მთელი "მედისონ სკვერ გარდენი" მისი მისამართით სკანდირებდა: "M-V-P!" შეხვედრის შემდეგ ჰარვარდის კურსდამთავრებული საკმაოდ მოკრძალებულ კომენტარს აკეთებდა: "ჩემთვის ეს ისეთივე მატჩია, როგორიც სხვა დანარჩენი". მაგრამ ეს ასე არ არის - პირადი სნაიპერული რეკორდი კობი ბრაიანტთან უშუალო დუელში!

მომხდარი ყველაზე კარგად, სწორედ კობიმ შეაფასა: "შესანიშნავი ისტორიაა. ძალიან კარგი მაგალითია მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის".

ბრაიანტმა ის იგულისხმა, რომ 23 წლის ლინი დრაფტზეც კი არავის აუყვანია. ახლა კი ის ნიუ იორკში ამასწინდელი სუპერბოულის MVP-ზე ილაი მენინგზე პოპულარულია. მოკლედ, ჩვენს წინაშეა ამერიკული ოცნების ნათელი მაგალითი.

სხვათა შორის წარმოშობით ჩინელმა ლინმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ბევრ რჩევას იღებს "ჰიუსტონის" ყოფილი ცენტრისგან იაო მინისგან: "იაოსთან ყველა თამაშის შემდეგ მაქვს კონტაქტი. ის ჩემთვის - მისაბაძი მაგალითია. უფროს ძმასა და მწვრთნელს ვეძახი. მუდმივად ხაზზე ვართ".

* * *
მეორე დღეს, "ნიუ იორკს" სტუმრად უწევდა თამაში "მინესოტას" წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ოთხი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ (ჯერემიმ თითოში მინიმუმ 20 ქულა დააგროვა), საყოველთაო ყურადღება ბოლო დღეების სენსაციისკენ იყო მიპყრობილი. ლინმა თავისი ნორმა ამჯერადაც შეასრულა, თუმცა მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა უმაღლეს დონეზე. კარმელო ენტონისა და ამარე სტაუდმაიერის არყოფნაში ისევ გაიბრწყინეს ლენდრი ფილდსმა და სტივ ნოვაკმა.

სწორედ ამ სამეულმა შეაკავა მასპინძლების წინა ხაზის მოთამაშეების - კევინ ლავისა და ნიკოლა პეკოვიჩის შეტევები. ტაისონ ჩენდლერი და ჯარედ ჯეფრიზი ვერ უმკლავდებოდნენ ოპონენტებს.

მეორე მეოთხედში კი "ნიქსის "რეზერვისტებმაც" გაძლეს და არ ჩააგდეს თამაში. შესვენების შემდეგ "მინესოტამ" დაცვა გადააწყო. რიკ ადელმანმა კიდევ უფრო მკაცრი მეურვეობა დაუწესა ლინს. შესაბამისად, მეორე ნახევარი ყველაზე ცუდი მონაკვეთი იყო მისთვის ბოლო ხუთ მატჩში. რიკი რუბიომ ნიუ იორკული სასწაულის წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა, ხოლო "ვულვზის" "მაღლებმა" ლინს სწრაფი გარღვევების გამოყენების საშუალება არ მისცეს.

ერთ მოთამაშეზე დაწესებული განსაკუთრებული მეურვეობისას სხვა კალათბურთელს ეხსნება ხელ-ფეხი - მაიკ დ’ენტონის გუნდში გადამწყვეტი სიტყვა კიდევ ერთმა დებიუტანტმა - იმან შუმპერტმა თქვა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მოთამაშემ თავის ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა. მას ძალიან აქტიურად ეხმარებოდა ფილდსი.

სწორედ ამ წყვილმა სერიოზულად შეუზღუდა თავისუფალი მოქმედების საშუალება ლავსა და პეკოვიჩს და სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა. საფინალო სირენამდე ოთხწუთნახევრით ადრე "მგლები" ექვსი ქულით იგებდნენ, მაგრამ შუმპერტმა, ნოვაკმა და ფილდსმა სამ შეტევაში არათუ შეამცირეს სხვაობა, არამედ "ნიქსი" წინ გაიყვანეს. მაგრამ ლავი და რუბიო მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ შეურიგდნენ და "მინესოტას" უპირატესობა დაუბრუნეს.

ძირითადი დროის დამთავრებამდე 30 წამით ადრე ნოვაკმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. 4.5 წამით ადრე კი ლინმა ერთი საჯარიმო ჩააგდო, რასაც რუბიოს მხრიდან დასანანი შეცდომა მოჰყვა. "მინესოტას" ბილ უოკერზე ჯარიმის აღება მოუწია, რომელმაც ასევე ორიდან ერთი ჩააგდო. ბოლო შეტევაში კევინ ლავმა ურთულესი მდგომარეობიდან გამარჯვება ვერ მოუტანა თავის გუნდს. "ნიუ იორკმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.

10 თებერვალი
შარლოტი-ჩიკაგო 64:95
16:30, 18:26, 17:23, 13:16
შ: ბრაუნი (10), ბიიომბო (8+10 მოხსნა).
ჩ: ნოა (17+14 მოხსნა), ბუზერი (16), დენგი (12), ლუკასი (11), აშიქი (3+12 მოხსნა).

ვაშინგტონი-მაიამი 89:106
19:23, 23:29, 25:22, 22:32
ვ: მაკგი (24+13 მოხსნა), იანგი (22), უოლი (15+10 პასი), ბუკერი (13+15 მოხსნა+4 ჩაჭრა).
მ: უეიდი (26+5 პასი), ბოში (24+11 მოხსნა), ჯეიმსი (18+9 პასი), ბატიე (15), ჰასლემი (5+12 მოხსნა).

ორლანდო-ატლანტა 87:89 (ო)
17:20, 22:21, 15:20, 24:17, 9:11
ო: ანდერსონი (21+9 მოხსნა), ჰოვარდი (18+18 მოხსნა), ნელსონი (15+5 პასი), რიჩარდსონი (14), თურქოგლუ (10+8 მოხსნა).
ა: სმიტი (23+19 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჯონსონი (14+5 პასი), უილიამსი (13), ტიგი (13), ფაჩულია (9+10 მოხსნა).

კლივლენდი-მილუოკი 112:113 (ო)
25:28, 32:25, 28:24, 17:25, 10:11
კ: ჯეიმისონი (34+11 მოხსნა), გი (18), გიბსონი (17+8 პასი), სეშენსი (12+16 პასი).
მ: ჯენინგსი (24+8 პასი), გუდენი (19), ლივინგსტონი (13), ილიასოვა (12), დანლივი (12).

მინესოტა-დალასი 97:104
16:29, 29:27, 28:22, 24:26
მ: ლავი (32+12 მოხსნა), ბიზლი (20), პეკოვიჩი (12+7 მოხსნა), რუბიო (10+8 პასი+3 ჩაჭრა).
დ: ნოვიცკი (33), ტერი (16+5 პასი), კარტერი (12+5 ჩაჭრა), უესტი (10), კიდი (8+10 პასი).

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 86:94
21:19, 27:21, 21:28, 19:24
ნ-ო: არიზა (23+9 მოხსნა+5 პასი), ოკაფორი (13+8 მოხსნა), ბელინელი (12), ამინუ (12).
პ: კროუფორდი (31+8 პასი), ფელტონი (18+6 პასი), უოლასი (14+3 დაფარება), ოლდრიჯი (14+7 მოხსნა).

ტორონტო-ბოსტონი 86:74
26:14, 15:20, 22:17, 23:23
ტ: დეროზანი (21), კალდერონი (17+14 პასი), ჯ. ჯონსონი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ა. ჯონსონი (12+12 მოხსნა), გრეი (2+11 მოხსნა).
ბ: გარნეტი (17+8 მოხსნა), პირსი (12+5 პასი), პიეტრუსი (11), ბასი (10+7 მოხსნა).

ფილადელფია-კლიპერსი 77:78
27:18, 16:23, 18:19, 16:18
ფ: იგუოდალა (12+8 მოხსნა+7 პასი), ბრენდი (12+10 მოხსნა), უილიამსი (11), მიქსი (10), იანგი (10).
კ: პოლი (24), გრიფინი (16+11 მოხსნა), უილიამსი (14), ფოიე (10), ევანსი (0+10 მოხსნა).

დეტროიტი-ნიუ ჯერსი 109:92
24:15, 28:18, 35:31, 22:28
დ: ჟერებკო (20), სტაკი (19+5 პასი), მონრო (18+11 მოხსნა), გორდონი (14), ნაითი (13+7 მოხსნა+5 პასი).
ნ-ჯ: პეტრო (16), ფარმარი (14), დ. უილიამსი (14), გეინსი (13+6 პასი), ჯ. უილიამსი (11).

ნიუ იორკი-ლეიკერსი 92:85
22:15, 27:26, 17:19, 26:25
ნ-ი: ლინი (38+7 პასი), შუმპერტი (12), ჯეფრიზი (11+9 მოხსნა), ჩენდლერი (9+11 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (34+10 მოხსნა), გასოლი (16+10 მოხსნა), ბარნსი (11), ბინუმი (3+13 მოხსნა+3 დაფარება).

მემფისი-ინდიანა 98:92
22:22, 25:25, 26:26, 25:19
მ: გეი (21), სპეიტსი (19+9 მოხსნა), გასოლი (15+7 მოხსნა+3 დაფარება), კონლი (15+6 პასი), მაიო (13).
ი: უესტი (22+13 მოხსნა), გრეინჯერი (19), ჯონსი (10), ჯორჯი (8+10 მოხსნა).

იუტა-ოკლაჰომა 87:101
30:27, 14:22, 21:25, 22:27
ი: ჯეფერსონი (20+8 მოხსნა), ჰეივორდი (13), ბელი (13), ჰარისი (11+7 პასი), მილსეპი (10+9 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (28+5 ჩაჭრა), დურანტი (19), იბაკა (16+11 მოხსნა), ჰარდენი (11), პერკინსი (10+10 მოხსნა).

11 თებერვალი
ინდიანა-დენვერი 109:113
35:26, 25:34, 24:27, 25:26
ი: გრეინჯერი (26), უესტი (22+7 მოხსნა), ჯორჯი (15), პრაისი (13), ჰიბერტი (12).
დ: ლოუსონი (27), აფლალო (23), ბრიუერი (19), ნენე (11), ჰარინგტონი (10).

კლივლენდი-ფილადელფია 84:99
19:21, 22:37, 19:21, 24:20
კ: ჯეიმისონი (20+8 მოხსნა), სეშენსი (19+8 პასი), გი (17).
ფ: ჰოლიდეი (20+5 პასი), უილიამსი (19+5 პასი), იანგი (16), ბრენდი (11), ვუჩევიჩი (10), მიქსი (10).

ნიუ ჯერსი-სან ანტონიო 89:103
22:24, 18:31, 19:22, 30:26
ნ-ჯ: უილიამსი (27+8 პასი), ჰემფრიზი (15+8 მოხსნა), ფარმარი (12+7 პასი), მოროუ (11).
ს-ა: ნილი (18), დანკანი (13+10 მოხსნა+5 პასი), პარკერი (12+5 პასი), ბლეირი (11), სპლიტერი (10), გრინი (10).

მილუოკი-ორლანდო 94:99
21:16, 28:27, 24:29, 21:27
მ: გუდენი (21+8 მოხსნა), ილიასოვა (17+16 მოხსნა), დანლივი (14), დელფინო (12).
ო: რიჩარდსონი (31), თურქოგლუ (19+6 პასი), რედიკი (14), ჰოვარდი (11+14 მოხსნა+4 დაფარება).

შარლოტი-კლიპერსი 86:111
16:24, 21:31, 15:29, 34:27
შ: უოკერი (19), მაგეტი (12), ტომასი (11), მულინსი (10), ბრაუნი (10).
კ: გრიფინი (21+10 მოხსნა), პოლი (18+14 პასი), ბატლერი (16), ფოიე (12), ჯორდანი (11+12 მოხსნა).

მინესოტა-ნიუ იორკი 98:100
33:30, 29:24, 25:28, 11:18
მ: ლავი (32+21 მოხსნა), პეკოვიჩი (21+13 მოხსნა), რუბიო (12+8 პასი+3 ჩაჭრა), ბარეა (11+5 პასი).
ნ-ი: ლინი (20+8 პასი+3 ჩაჭრა), შუმპერტი (20+4 ჩაჭრა), ფილდსი (19+5 არიეპტ), ნოვაკი (15), ჩენდლერი (12+7 მოხსნა).

დალასი-პორტლენდი 97:94 (2ო)
25:14, 18:18, 18:23, 20:26, 6:6, 10:7
დ: ნოვიცკი (20+ 9 მოხსნა), ტერი (19), მერიონი (14+12 მოხსნა), ოდომი (10), უესტი (10+4 ჩაჭრა), ჰეივუდი (7+10 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (33+12 მოხსნა), კროუფორდი (19), ბატუმი (12+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), უოლასი (10+10 მოხსნა+4 ჩაჭრა).

საკრამენტო-ფინიქსი 84:98
24:31, 20:22, 16:22, 24:23
ს: კაზინსი (26+9 მოხსნა), ტორნტონი (21).
ფ: დადლი (20+10 მოხსნა), მორისი (18), ფრაი (17), გორტატი (15+7 მოხსნა+4 დაფარება), ნეში (4+15 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული