NBA: ამერიკას ლინომანია შეეყარა

AutoSharing Option
"არ ვიცი რა გითხრათ. ადრე მსგავსი არაფერი მინახავს. რთული წარმოსადგენია, რომ ბიჭი, რომელიც ადრე არავის უნახავს, ოთხი თამაშის განმავლობაში ასეთ დონეს აჩვენებს. მსგავსი რამის გაკეთება ძალიან რთულია", - ამბობს ჯერემი ლინის შესახებ "ნიუ იორკ ნიქსის" დამრიგებელი მაიკ დ'ენტონი.

ეს სიტყვები მან "ლეიკერსთან" მატჩის შემდეგ წარმოთქვა. ამ შეხვედრაში NBA-ის "მეორეწლიანმა", დრაფტის მიღმა დარჩენილმა ჰარვარდელმა ჯერემი ლინმა მორიგი შედევრი გვიჩვენა. კობი ბრაიანტის გუნდის წინააღმდეგ მან 38 ქულა დააგროვა და 7 შედეგიანი პასი შეასრულა.

ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო, ბევრს ორი დღე ეყოფოდა
სალაპარაკოდ, შემდეგ კი დაივიწყებდა ლინის არსებობას.

კალათბურთელი დაბრუნდებოდა სათადარიგოთა სკამზე და გააგრძელებდა ბრძოლას კუთვნილ 10-12 წუთ სათამაშო დროზე.

შესაძლოა, რომელიმე გუნდში კარგი რეზერვისტი გამხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს გაიგონებდა მისი მისამართით სკანდირებას: "M-V-P!"

შარშან, როცა ლინი "გოლდენ სტეიტში" თამაშობდა, სათამაშო დროს მაშინ იღებდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში რთულია იმის გაგება, როგორ ითამაშებს ახალგაზრდა კალათბურთელი ნამდვილ ორთაბრძოლებში, როცა თამაშის ბედი მის ოსტატობასა და ბრძოლის ჟინზეა დამოკიდებული.

პრინციპში, "უორიორზის" რიგებში ლინს ამის ნაკლები შანსი ჰქონდა, რადგან გუნდში სტივენ კარის ყოფნა პრაქტიკულად ყველა გამთამაშებლის პერსპექტივებს სათუოს ხდის.

ლინმა მოთმინებით ჩაატარა სეზონი "მეომრების" რიგებში. გასული წლის დეკემბერში, როცა დიდი ომი დაიწყო დეანდრე ჯორდანის ხელში ჩასაგდებად, "გოლდენ სტეიტს" სახელფასო ბიუჯეტში თანხის გამონთავისუფლება სჭირდებოდა.

მაშინ ამ გუნდმა მაინც ვერ ჩაიგდო ხელში ჯორდანი, მაგრამ ლინი უკვე გაშვებული ჰყავდა. "ჩინური სასწაული" "ჰიუსტონში" შეიკედლეს, მაგრამ იქ კაილ ლოურისა და გორან დრაგიჩის ყოფნა ჯერემის "რაკეტებში" თავის გამოჩენის არანაირ შანსს არ უტოვებდა. ლინი "როკეტსშიც" ზედმეტი აღმოჩნდა.

იღბალმა არ მიატოვა 23 წლის შრომისმოყვარე კალათბურთელი. როგორც კი სეზონის სტარტზე იმან შუმპერტმა ტრავმა მიიღო, ხოლო ბაირონ დევისი ჯერაც არ დაბრუნებულა მოედანზე, "ნიქსმა" დასახმარებლად ლინს მიმართა. ჯერემის უნდა შეეცვალა ტონი დუგლასი და მაიკ ბიბი.

მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ცოტა ხნის წინ გუნდის მესამე გამთამაშებელმა, შესაძლოა, ავტორიტეტულ ბაირონ დევისს სასტარტოში გარანტირებულად დაბრუნებაში შეუშლის ხელი. მაგრამ ამით არ სრულდება ლინის იღბლიანი შემთხვევების სერია.

მისი კონტრაქტი, ბუნებრივია, არაგარანტირებული იყო. სწორედ სამშაბათს, 7 თებერვალს დადგა დღე, რომლის შემდეგაც მისი ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

სავსებით შესაძლებელია, რომ "ნიქსის" დებიუტანტს ასეთი შთამბეჭდავი თამაში რომ არ ეჩვენებინა "ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ, "ნიუ იორკი", შესაძლოა, მესამე გუნდი გამხდარიყო, რომელიც მას კარისკენ მიუთითებდა. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, კარმელო ენტონის ტრავმა, დუგლასისა და ბიბის საშინელი თამაში, მოთამაშეების დეფიციტი - ეს ის ირიბი ფაქტორებია, რომელმაც ლინს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

ლინი ყოველ მატჩში ამტკიცებდა, რომ მრავალმხრივი მოთამაშეა. მის თამაშში რთულია ნაკლის მონახვა, იმ დროს, როცა პლუსები მრავლად დაგროვდა. ლინმა იცის შეტევა, პარტნიორების ათამაშება, პიკენროლების ორგანიზება... ჯერემი ცუდად არ იცავს თავს პერიმეტრზე, "მოძრავი" ხელები აქვს, შეუძლია მოხსნის შესრულება.

მასზე ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არის დაჯილდოებული ან ძალიან სწრაფია, მაგრამ როცა ის შეტევის ორგანიზებას იწყებს, ლიგის საუკეთესო გამთამაშებლებს ემსგავსება, რომლებსაც აქვთ პასის კულტურა და ხისტი მეურვეობის მიუხედავად, შეუძლიათ სხვადასხვა სიტუაციიდან შეტევა.

საოცარია, ამდენად გამოუცდელი მოთამაშე ფაქტობრივად 90 პროცენტ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ბედნიერი მაიკ დ'ენტონი მართალია - შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშო ერთი, მაქსიმუმ ორი მატჩი, მაგრამ ზედიზედ ოთხი - ეს უკვე რაღაც ტენდენციებსა და პერსპექტივებზე მიუთითებს.

რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ოთხი მატჩი საკმარისი არ არის შორსმიმავალი დასკვნების გასაკეთებლად, მაგრამ ლინმა უკვე მოასწრო NBA-ის ისტორიაში შესვლა. ბოლო 40 წლის განმავლობაში სამ სადებიუტო შეხვედრაში 89 ქულაზე მეტი მხოლოდ ერთმა მოთამაშემ დააგროვა. რეკორდი ეკუთვნის "ატლანტას" მოთამაშეს ჯონ დრიუს, რომელმაც 1974 წელს 97 ქულა დააგროვა.

მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა მიითვალა ზედიზედ ოთხ მატჩში საშუალდ მინიმუმ 20 ქულა, 5 პასი და ისროლა 50-პროცენტიანი სიზუსტით. ასეთი სერია ლებრონ ჯეიმსს ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ლოკაუტის შემდგომ სეზონში "ნიუ იორკში" ასეთი სასწაული გაჩნდა, რომელსაც შეუძლია გუნდის თამაში მთლიანად შეცვალოს. "ნიქსი" სწორედ 1998 წელს, ლოკაუტის შემდეგ გაჭირვებით გავიდა პლეი ოფში მერვე ადგილიდან და შემდეგ ისტორიაში მაქსიმალურად დაბალი პოზიციიდან გააღწია NBA-ის ფინალში. როგორ იქნება ამჯერად, ვერავინ იტყვის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით როდის გაჩერდება ლინი.

მაიკ დ'ენტონი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის თავისი ახალგაზრდა ტალანტის ტყვეობაში აღმოჩნდა. როცა დაბრუნდება კარმელო ენტონი, მითვის სათამაშო დროის სოლიდური ნაწილის გადაცემა მოუწევთ. და რა იქნება მაშინ, როცა ბაირონ დევისი გამოჯანმრთელდება? მაგრამ იმ მომენტისთვის ლინი, შესაძლოა, "ჩაქვრეს" და ყველაფერი თავის ადგილას დადგეს. თუმცა ახლა რთული წარმოსადგენია "ნიქსის" წარმატებული თამაში ჯერემის გარეშე.

ლინი 14 მილიონი ღირს

ჟურნალ "ფორბსის" თანახმად, "ნიუ იორკის" ახალწვეული ჯერემი ლინი ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი სპორტული ბრენდის მფლობელია. ის 14 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 17-ნომრიანი მაისურების რეალიზაცია დღითი-დღე იზრდება, ხოლო მისი გვარის ინტერნეტში მოხსენიების რაოდენობამ 140 მილიონს მიაღწია.

გარდა ამისა, ჯერემის დებიუტის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსის" მფლობელის - კომპანია Madison Square Garden Inc-ის აქციათა ფასი ექვსი პროცენტით გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით, "ნიქსის" მატჩების სატელევიზიო რეიტინგი 66 პროცენტით ამაღლდა.

კარმელო გამთამაშებლობაზე უარს ამბობს
"ნიუ იორკის" ფორვარდი კარმელო ენტონი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჯერემი ლინის თამაში მაინც არ გაფერმკრთალდება.

"როცა მე მწყობრში ჩავდგები, ბურთი მაინც ჯერემის ექნება. მართობს სტატიები იმის შესახებ, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ ჯერემის თამაში დაიკარგება. ბურთს სწორედ ის გააკონტროლებს, მე კი სხვა საქმეებით ვიქნები დაკავებული. ლინის გამოჩენა აიოლებს ჩემს ამოცანას. უკვე აღარ მჭირდება გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში", - ამბობს ენტონი.

ამარეს ლინი ნეშს აგონებს
"ნიქსის" კიდევ ერთმა ლიდერმა ამარე სტაუდმაიერმა კი აღიარა, რომ ლინი თამაშის მანერით "ფინიქსის" გამთამაშებელ სტივ ნეშს აგონებს.
"მათ მოქმედებაში ვხედავ მსგავსებას. ლინიც ცდილობს პასებით მონახოს პარტნიორები, გუნდურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, ხანდახან ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ამა თუ იმ ეპიზოდის ბედი და თან სწავლას განაგრძობს. სწორედ ასეთი უნდა იყოს გამთამაშებელი. ზუსტად ასეთი კალათბურთელი გვაკლდა", - განაცხადა სტაუდმაიერმა.

კვირის მოთამაშეები
"ნიუ იორკის" გამთამაშებელი ჯერემი ლინი და "ოკლაჰომა სიტის" მცველი რასელ უესტბრუკი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ლინი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლინმა საშუალოდ 27.3 ქულა, 8.3 პასი და 2.0 ჩაჭრა დააგროვა.

სამი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა გასულ კვირას "ოკლაჰომას", უესტბრუკის სტატისტიკური მონაგარი 30.0 ქულა, 6.0 მოხსნა, 5.3 პასი და 2.5 ჩაჭრა იყო.

ლინის კვირა
6 თებერვალი. ნიუ იორკი-იუტა 99:88. 28 ქულა, 8 პასი, 2 ჩაჭრა.
8 თებერვალი. ვაშინგტონი-ნიუ იორკი 93:107. 23 ქულა, 10 პასი, 4 მოხსნა.
10 თებერვალი. ნიუ იორკი-ლეიკერსი 92:85. 38 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

უესტბრუკის კვირა
6 თებერვალი. პორტლენდი-ოკლაჰომა 107:111 (ო). 28 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი.
7 თებერვალი. ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 119:116. 31 ქულა, 7 პასი, 2 ჩაჭრა.
10 თებერვალი. ოკლაჰომა-იუტა 101:87. 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: დირკ ნოვიცკი ("დალასი"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), მონტა ელისი ("გოლდენ სტეიტი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი") და კევინ დურანტი ("ოკლაჰომა").

ორლანდო-მინესოტა 102:89
29:26, 26:18, 24:22, 23:23
ო: რიჩარდსონი (17), თურქოგლუ (14+6 მოხსნა+6 პასი), ნელსონი (14+6 მოხსნა), რედიკი (14), ანდერსონი (13+5 მოხსნა), ჰოვარდი (11+7 მოხსნა).
მ: ლავი (19+15 მოხსნა), პეკოვიჩი (16+13 მოხსნა), ბიზლი (13), რუბიო (11+8 პასი), ბარეა (11).

ნიუ ორლეანი-იუტა 86:80
20:21, 21:15, 25:15, 20:29
ნ-ო: კამანი (27+13 მოხსნა), ბელინელი (13), ეიონი (13+9 მოხსნა+3 დაფარება), ვასკესი (12+10 პასი+3 ჩაჭრა).
ი: ფეივორსი (14+5 მოხსნა), ჯეფერსონი (14+12 მოხსნა), ბელი (11), კანტერი (6+12 მოხსნა).

დალასი-კლიპერსი 96:92
27:19, 28:28, 19:29, 22:16
დ: ნოვიცკი (22+7 მოხსნა), მერიონი (16), ჰეივუდი (10 +9 მოხსნა), კარტერი (10), უესტი (10).
კ: ბატლერი (23+8 მოხსნა), გრიფინი (20+7 მოხსნა), პოლი (16+5 მოხსნა+9 პასი), უილიამსი (11), მარტინი (10+4 დაფარება).

შარლოტი-ფილადელფია 89:98
17:28, 28:27, 22:16, 22:27
შ: მაგეტი (22+3 ჩაჭრა), უოკერი (21+5 პასი), უილიამსი (14+5 მოხსნა), მულენსი (13+9 მოხსნა), დიაო (2+5 მოხსნა+10 პასი).
ფ: უილიამსი (23), იანგი (20+6 მოხსნა), ჰოლიდეი (19), მიქსი (11+5 მოხსნა), ვუჩევიჩი (8+10 მოხსნა).

მილუოკი-მაიამი 96:114
30:27, 20:28, 24:35, 22:24
მილ: დელფინო (24), გუდენი (12+7 მოხსნა), ჯენინგსი (12), უდრიხი (11).
მაი: ჯეიმსი (35+8 მოხსნა), უეიდი (22+5 მოხსნა), ჩელმერსი (13), კოული (10).

გ. სტეიტი-ფინიქსი 102:96
20:27, 23:19, 33:27, 26:23
გ-ს: ლი (28+12 მოხსნა), ელისი (18+7 მოხსნა), რობინსონი (11), ტომპსონი (10+5 მოხსნა).
ფ: გორტატი (25+12 მოხსნა), ფრაი (18+5 მოხსნა), დადლი (11), ჰილი (10+5 მოხსნა+5 პასი), მორისი (10), ნეში (7+14 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ჩიკაგო* 30 23 7 76.7
2. მაიამი* 29 22 7 75.9
3. ფილადელფია* 29 20 9 69.0
5. ატლანტა 28 18 10 64.3
4. ინდიანა 27 17 10 63.0
6. ორლანდო 29 18 11 62.1
7. ბოსტონი 27 15 12 55.6
10. ნიუ იორკი 28 13 15 46.4
8. მილუოკი 28 12 16 42.9
9. კლივლენდი 26 10 16 38.5
12. ტორონტო 29 9 20 31.0
13. დეტროიტი 29 8 21 27.6
11. ნიუ ჯერსი 29 8 21 27.6
14. ვაშინგტონი 28 6 22 21.4
15. შარლოტი 28 3 25 10.7

დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 27 21 6 77.8
3. სან ანტონიო* 28 19 9 67.9
2. კლიპერსი* 26 17 9 65.4
9. დალასი 29 18 11 62.1
6. ლეიკერსი 28 16 12 57.1
8. ჰიუსტონი 28 16 12 57.1
4. დენვერი 28 16 12 57.1
7. პორტლენდი 28 15 13 53.6
5. იუტა 27 14 13 51.9
11. მემფისი 28 14 14 50.0
10. მინესოტა 29 13 16 44.8
13. გ. სტეიტი 25 11 14 44.0
12. ფინიქსი 28 12 16 42.9
14. საკრამენტო 27 10 17 37.0
15. ნიუ ორლეანი 28 5 23 17.9

* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კობი ბრაიანტი (ლეი) 29.3
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 28.2
კევინ დურანტი (ოკლ) 27.0
კევინ ლავი (მინ) 25.3
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 22.9
მონტა ელისი (გ-სტ) 22.5
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 22.3
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 21.1
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 20.9

მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 15.2
კევინ ლავი (მინ) 13.9
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 12.5
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 11.5
დემარკუს კაზინსი (საკ) 11.4
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 10.9
პაუ გასოლი (ლეი) 10.5
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 10.4
მარსინ გორტატი (ფინ) 10.1
დევიდ ლი (გ-სტ) 10.1

პასი
სტივ ნეში (ფინ) 10.5
რაჟონ რონდო (ბოს) 9.8
კრის პოლი (კლიპ) 9.1
რიკი რუბიო (მინ) 8.7
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.7
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 8.4
დერიკ როუზი (ჩიკ) 7.8
კაილ ლოური (ჰიუ) 7.7
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.6
ჯონ უოლი (ვაშ) 7.4

ჩაჭრა
მაიკ კონლი (მემ) 2.4
რიკი რუბიო (მინ) 2.4
კრის პოლი (კლიპ) 2.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.1
იმან შუმპერტი (ნ-იორ) 2.1
კაილ ლოური (ჰიუ) 2.0
ტონი ალენი (მემ) 1.8
ჯეფ ტიგი (ატლ) 1.7
რუდი გეი (მემ) 1.7
ანდრე იგუოდალა (ფილ) 1.7

დაფარება
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.9
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.8
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 2.7
მარკ გასოლი (მემ) 2.3
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.1
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 2.1
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.1
სამუელ დალემბერი (ჰიუ) 2.0
ტაირუს ტომასი (შარ) 1.8
როი ჰიბერტი (ინდ) 1.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული