NBA: ისტერია გრძელდება

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" 23 წლის გამთამაშებლის ჯერემი ლინის მოულოდნელმა პროგრესმა ამერიკაში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია.

კალათბურთელს ეთაყვანებიან ნებისმიერი პროფესიის ადამიანები. მათ შორის არიან ნიუ იორკის ერთ-ერთი ბარის სტრიპტიზის მოცეკვავეებიც.

"ჩვენ გვიყვარს "ნიქსი", ჯერემი ლინი კი საოცარია, - ამბობს სქაი. - მან ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის. ნიუ იორკში მას ყველა ეთაყვანება".
"მინდა მას შევეხო. ხშირად ვიცვამ საკლუბო მაისურს მისი ნომრით", - ოცნებობს ანა.

"ლინისა და "ნიქსის" გამო ჭკუას ვკარგავთ, - განაცხადა სტრიპტიზის მოცეკვავე ალექსამ. - მატჩის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან გასართობად, მათ უფასო
წარმოდგენას მოვუწყობთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული