მოსალოდნელი სატრანსფერო ხმაურის პარალელურად "კლივლენდ კავალიერზი" ახალ მწვრთნელს ეძებს. ამ მიზნით კლუბის მფლობელი დენ გილბერტი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის ფილ ჯექსონის ასისტენტ ბრაიან შოუს შეხვდა.
ეს სპეციალისტი ხუთი წელია კალიფორნიულ კლუბში მუშაობს და სარფიანი წინადადების შემთხვევაში, შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად სწორედ "კლივლენდი" აირჩიოს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ შოუ სწორედ "ლეიკერსში" დაინიშნოს მთავარ მწვრთნელად. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფილ ჯექსონი აღარ გააგრძელებს კონტრაქტს და კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს.