მეტოქე, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი იყო - ამ მომენტისთვის ორიდან ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი "მაიამი ჰიტი", მაგრამ ეს არ ამართლებს ლინის საშინელ თამაშს - 11 ცდიდან მხოლოდ ერთი ზუსტი ტყორცნა და რვა შეცდომა.
"ჰიტმა" 102:88 გაიმარჯვა და მოგებათა სერია რვა მატჩამდე აიყვანა. კრის ბოშმა 25 ქულა დააგროვა და რვა მოხსნა შეასრულა, დუეინ უეიდს 22 ქულა ეკუთვნოდა, ლებრონ ჯეიმსს - 20. "მეფეს" სულ ცოტა
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა და დიდი შესვენებისთვის "მაიამი" მხოლოდ ოთხ ქულას იგებდა. მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელშიც მასპინძლების 10-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.
ლინი კარგად დაკეტეს მარიო ჩელმერსმა და დებიუტანტმა ნორის კოულმა. "ნიუ იორკის" მეთაურობა კარმელო ენტონიმ ითავა. მან 19 ქულა დააგროვა, მაგრამ თამაშიდან ტყორცნების პროცენტი ჰქონდა დაბალი - 20-დან 7.
მატჩის შემდეგ "მაიამის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ აღიარა, რომ მას არ შეუმუშავებია განსაკუთრებული გეგმა ლინის წინააღმდეგ. "უბრალოდ დაცვაში მკაცრად ვითამაშეთ. განსაკუთრებული არაფერი", - ასეთი იყო "ჰიტის" დამრიგებლის მოკლე კომენტარი.
"ნიუ იორკის" თავკაცმა მაიკ დ'ენტონიმ ლინის უშინაარსო თამაში დაღლილობას დააბრალა:
"მას ფეხები საერთოდ არ უმუშავებდა. ასეთი რამ ხდება ხოლმე. წინა მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. ეს კარგი გამოცდილებაა მისთვის. ამასთან, შესაძლოა, ჩვენ ამ მომენტისთვის NBA-ის უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდით".
* * *
ისევ ამოვარდნილია ფორმიდან კობი ბრაიანტი. "ოკლაჰომასთან" მატჩში "ლეიკერსის" ლიდერმა ბევრი ააცილა. მან 24 ქულა მიითვალა, მაგრამ აქედან ათი ქულა საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა.
კობიმ თამაშიდან 24-ჯერ ისროლა და მხოლოდ შვიდჯერ ჩააგდო. წინა დღეს, ბრაიანტის ცუდი თამაშის მიუხედავად, "ლეიკერსმა" შეძლო "დალასის" დამარცხება, მაგრამ "ოკლაჰომასთან" ეს ნომერი არ გავიდა. მხოლოდ პაუ გასოლის კარგი ფორმა საკმარისი არ არის რეგულარულის ლიდერის დასამარცხებლად.
"ოკლაჰომამ" კი ზედიზედ მეთორმეტე საშინაო გამარჯვება გაიფორმა.
მაიამი-ნიუ იორკი 102:88
24:20, 27:27, 29:19, 22:22
მ: ბოში (25+8 მოხსნა), უეიდი (22+5 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (20+9 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), კოული (10).
ნ-ი: ენტონი (19+7 მოხსნა), სმიტი (14+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (13+5 მოხსნა), ნოვაკი (12), ჩენდლერი (10+9 მოხსნა).
ატლანტა-ორლანდო 83:78
29:20, 18:10, 11:25,25:23
ა: სმიტი (22+12 მოხსნა), პარგო (15), გრინი (14+5 მოხსნა), ტიგი (13), ფაჩულია (4+13 მოხსნა).
ო: რედიკი (13), ჰოვარდი (12+12 მოხსნა+5 დაფარება), თურქოგლუ (11).
დენვერი-სან ანტონიო 99:114
15:31, 24:34, 33:27, 27:22
დ: ბრიუერი (23), მილერი (20+7 პასი), აფლალო (19).
ს-ა: ბლეირი (28+12 მოხსნა), დანკანი (18+9 მოხსნა+3 დაფარება), ჯეფერსონი (17+8 მოხსნა), პარკერი (16+12 პასი), გრინი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბონერი (12).
ოკლაჰომა-ლეიკერსი 100:85
19:23, 27:20, 27:19, 27:23
ო: დურანტი (33+6 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (19+5 მოხსნა+6 პასი), ჰარდენი (16), იბაკა (11+13 მოხსნა+3 დაფარება).
ლ: ბრაიანტი (24+6 მოხსნა), გასოლი (22+9 მოხსნა), ბინუმი (14+12 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"