NBA: დღის გმირები

AutoSharing Option
რაჟონ რონდომ "ნიუ იორკთან" მატჩში სეზონში მეოთხე სამმაგი-დუბლი შეასრულა. როგორც აღვნიშნეთ, "სელტიქსის" გამთამაშებლის ანგარიშზე 18 ქულა, 17 მოხსნა და 20 შედეგიანი პასი იყო.

მოქმედ მოთამაშეებს შორის, ამ სამ კატეგორიაში 15 ერთეულს მხოლოდ ჯეისონ კიდმა გადააჭარბა, ყოფილი კალათბურთელებიდან კი ამის გაკეთება შეძლეს: უილტ ჩემბერლენმა (8-ჯერ), მეჯიქ ჯონსონმა (3-ჯერ), ლარი ბერდმა (2-ჯერ), მაიკლ რეი რიჩარდსონმა (2-ჯერ) და უოლტ ფრეზერმა.

* * *
დერონ უილიამსი კი "ნიუ ჯერსის" ახალი რეკორდსმენი გახდა. აქამდე, ამ კლუბის რიგებში ერთ მატჩში 57ქულა არავის დაგროვებია. დღემდე რეკორდი მაიკ
ნიულინს ეკუთვნოდა, რომელმაც 1979 წელს "სელტიქსის" წინააღმდეგ 52 ქულა ჩააგდო.

ბოლოს ასეთი შედეგიანი მატჩი NBA-ში კობი ბრაიანტს ჰქონდა, რომელმაც 2009 წლის 2 თებერვალს, "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკის" წინააღმდეგ 61 ქულა დააგროვა.

"შარლოტთან" მატჩში უილიამსმა 19-ჯერ ისროლა თამაშიდან და 16 ბურთი ჩააგდო, გარდა ამისა, 21-დან 21 საჯარიმო გამოიყენა. დერონმა მხოლოდ 38 წუთი დაჰყო მოედანზე. აქამდე 40 წუთზე ნაკლებ დროში მსგავის შედეგიანობა მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა: კობი ბრაიანტს და რეჯი მილერს.

გარდა ამისა, NBA-ის ისტორიაში აქამდე ერთადერთი კალათბურთელი არსებობდა, რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 20 ჯარიმა უშეცდომოდ ისროლა. ეს იყო ლეგენდარული დომინიკ უილკინსი, ვინც 1992 წელს "ბულზის" წინააღმდეგ 23-დან 23 ჯარიმა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული