NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარმელო ენტონი საჭირო არ არის

AutoSharing Option
12 მარტს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში NBA-ის "კლასიკა" შედგა. ერთმანეთს შეხვდნენ ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდები - "ბოსტონი" და "ლეიკერსი".

შეხვედრის დასაწყისი "ლეიკერსს" დარჩა. ძირითადად მეტოქის ლიდერების - რაჟონ რონდოს, რეი ალენისა და პოლ პირსის შეცდომების ხარჯზე მასპინძლებმა 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მაგრამ კალიფორნიელთა სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. გამთამაშებლის ფუნქციები თავის თავზე აიღო პირსმა, მიზანი გაასწორა ალენმა, ხოლო რონდომ სეზონში მეოთხე (!) სამქულიანი ჩააგდო...

გარდა ამისა, ბრენდონ ბასმა ორი ბურთი მოათავსა კალათში და დიდი შესვენებისთვის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა.

თანაბარი თამაში
კარგა ხანი გაგრძელდა და გადამწყვეტ მომენტში სცენაზე გუნდების ლიდერები გამოვიდნენ. სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ალენის სამქულიანმა "ბოსტონის" უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა "კელტების" ბოლო ქულები მატჩში. კობი ბრაიანტისა და ენდრიუ ბინუმის ოთხ-ოთხმა ქულამ სიტუაცია თავდაყირა დააყენა. სტუმრებს 15 წამი რჩებოდათ იმისთვის, რომ შორეული ტყორცნით გაეთანაბრებინათ ანგარიში. მასპინძლებმა კარგად დაკეტეს მეტოქის სნაიპერები - პირსი და ალენი, ამიტომაც სამქულიანის შესრულება რონდოს მოუწია, რომლის ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსმა" ბოლო პერიოდში უცნაური მეტამორფოზა განიცადა. სანამ ამ გუნდს თავისი ერთ-ერთი ლიდერი, ტრავმირებული კარმელო ენტონი დაუბრუნდებოდა, “ნიუ იორკმა” მელოს გარეშე შვიდიდან ექვსი მატჩი მოიგო. დაბრუნდა ენტონი და მომდევნო რვა შეხვედრიდან ნიუიორკელებმა ექვსი წააგეს.

ამჯერად “ნიქსმა” "მედისონ სკვერ გარდენში" წააგო "ფილადელფიასთან". პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა - საწყისი მეოთხედი მასპინძლებმა ორი ქულით მოიგეს, მეორე სტუმრებმა - ოთხი ქულით და დიდი შესვენებისთვის “ფილადელფია” 2 ქულით იყო წინ.

ყველაფერი პრაქტიკულად მესამე მეოთხედში გადაწყდა. სტუმრების სათადარიგო მცველმა ლუის უილიამსმა შეხვედრა 28 ქულით დაასრულა და აქედან 14 სწორედ მესამე 12-წუთეულში დააგროვა, რითაც "ფილადელფიამ” ამ მეოთხედში 14-ქულიან უპირატესობას მიაღწია.

მეოთხე მეოთხედში "ნიუ იორკმა" სცადა გაბრძოლება და მოიგო ეს 12 წუთი, მაგრამ 16-ქულიან ჩამორჩენას ვერაფერი მოუხერხა და 94:106 დამარცხდა.

ეს "ნიუ იორკის" ზედიზედ მეხუთე წაგებაა. მართალია, ეს გუნდი ინარჩუნებს მერვე ადგილს აღმოსავლეთ კონფეერენციაში, მაგრამ წამოეწია კონკურენტი "მილუოკი", რომელსაც "ნიქსი" მხოლოდ ერთი მოგებით უსწრებს.

ნიუ იორკი-ფილადელფია 94:106
24:22, 25:29, 24:38, 21:17
ნ-ი: ენტონი (22+9 მოხსნა), ლინი (14+7 პასი), ფილდზი (13), სმიტი (12), ჩენდლერი (8+12 მოხსნა).
ფ: უილიამსი (28), ტერნერი (24+15 მოხსნა), იგუოდალა (19+8 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), იანგი (14+4 ჩაჭრა), ბრენდი (13+8 მოხსნა).

კლივლენდი-ჰიუსტონი 118:107
30:26, 24:31, 27:27, 37:23
კ: ჯეიმისონი (28+5 მოხსნა), ირვინგი (21+6 მოხსნა+5 პასი), სეშენსი (15+7 პასი), გი (11+3 ჩაჭრა), სემუელსი (11+5 მოხსნა), გიბსონი (11).
ჰ: სკოლა (30+8 მოხსნა), დრაგიჩი (20+8 პასი), ბადინგერი (16), დალემბერი (15+10 მოხსნა+5 დაფარება).

ტორონტო-მილუოკი 99:105
28:21, 28:30, 23:27, 20:27
ტ: დეროზანი (21+5 მოხსნა), ბეილესი (16+6 პასი), ა. ჯონსონი (12+6 მოხსნა), ბარბოზა (12), ბარნიანი (11+8 მოხსნა), კლეიზა (10), დევისი (4+10 მოხსნა).
მ: ილიასოვა (31+12 მოხსნა), გუდენი (21+6 მოხსნა+5 პასი), დანლივი (19+6 მოხსნა+6 პასი), ჯენინშსი (11+6 პასი), უდრიხი (11).

საკრამენტო-ატლანტა 99:106
24:23, 28:28, 22:29, 25:26
ს: კაზინსი (28+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), სალმონსი (14), ტორნტონი (12), ფრედეტი (12).
ა: სმიტი (28+6 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ჯონსონი (21+6 პასი+4 ჩაჭრა), ტიგი (16+7 პასი+3 ჩაჭრა), ჰაინრიხი (12), უილიამსი (12+5 მოხსნა), ფაჩულია (10+13 მოხსნა), რადმანოვიჩი (5+10 მოხსნა).

ლეიკერსი-ბოსტონი 97:94
24:14, 20:28, 28:28, 25:24
ლ: ბრაიანტი (26+7 პასი), ბინუმი (20+14 მოხსნა), უოლდ პისი (14), გასოლი (13+13 მოხსნა+5 პასი).
ბ: რონდო (24+10 პასი), ალენი (17+6 პასი), ბასი (15+8 მოხსნა), გარნეტი (14+11 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), პირსი (13+9 პასი+3 ჩაჭრა).

ორლანდო-ინდიანა 107:94
36:22, 20:23, 35:21, 16:28
ო: ჰოვარდი (30+13 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), რედიკი (18+9 პასი), ანდერსონი (12+9 მოხსნა), კვ. რიჩარდსონი (10).
ი: ჯორჯი (22+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰენსბრო (19), გრეინჯერი (18+5 მოხსნა), ჰიბერტი (10), ჯონსი (10).

დენვერი-მემფისი 91:94
25:23, 28:27, 17:23, 21:21
დ: ნენე (15+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰარინგტონი (15), ბრიუერი (15+6 მოხსნა), მილერი (14+7 პასი+5 მოხსნა), აფლალო (10).
მ: მაიო (22+8 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კონლი (13+7 პასი), კანინგემი (12+8 მოხსნა+3 დაფარება), ალენი (10).

კლიპერსი-გ. სტეიტი 93:97
16:28, 26:27, 22:23, 29:19
კ: გრიფინი (27+12 მოხსნა), პოლი (23+5 პასი+3 ჩაჭრა), ფოიე (16+3 დაფარება), ევანსი (11+12 მოხსნა).
გ-ს: ელისი (21+11 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), რაიტი (20+5 მოხსნა), ლი (18+10 მოხსნა), უდო (14+6 მოხსნა), ტომპსონი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული