როგორც Yahoo!Sports წერს, კანადური კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ მხოლოდ მომავალი დრაფტის რამდენიმე არჩევანს მიიღებს. "ტორონტოს" ეს ტრეიდი იმისთვის სჭირდებოდა, რომ გამოენთავისუფლებინა სახელფასო ბიუჯეტში 7.6 მილიონი დოლარი, რომელიც ამ სეზონში ბარბოზასთვის უნდა გადაეხადა.
29 წლის ბრაზილიელი NBA-ში ცხრაწლიანი კარიერის განმავლობაში საშუალოდ 12.2 ქულასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. მან 2007 წელს სეზონის საუკეთესო "მეექვსე" მოთამაშის პრიზი მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"