NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ერთგული სუპერმენი

AutoSharing Option
16 მარტს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა. განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრეიდი, მაგრამ ხმაურიანი გარიგება არ შემდგარა - მაგალითად ისეთი, დუაიტ ჰოვარდის რომელიმე სხვა კლუბში გადასვლა რომ იქნებოდა.

ლიგის საუკეთესო ცენტრმა 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი "ორლანდოსთან". "სუპერმენს" შესაძლებლობა ჰქონდა უარი ეთქვა "მეჯიქთან" კონტრაქტის ბოლო წელზე და ამ შემთხვევაში 2012 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდებოდა.

წელს ჰოვარდი საშუალოდ 21.2 ქულას, 15.2 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

* * *
"სან ანტონიომ" ფორვარდი რიჩარდ ჯეფერსონი "გოლდენ სტეიტს" სტივენ ჯექსონში
გაუცვალა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ცოტა ხნის
წინ, ტრეიდით "მილუოკიდან" აღმოჩნდა "უორიორზის" რიგებში.

რიჩარდსონი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 9.2 ქულას და 3.5 მოხსნას აგროვებს, ჯექსონის სტატისტიკა 10.5 ქულას, 3.2 მოხსნასა და 3.0 შედეგიან გადაცემას უდრის.

სტივენ ჯექსონი 2001-03 წლების სეზონში თამაშობდა "სან ანტონიოს" რიგებში.

* * *
"ლეიკერსი" მოელაპარაკა "კლივლენდს" ტრეიდზე, რომლის მიხედვითაც კალიფორნიელთა რიგებში გადავიდნენ მცველი რამონ სეშენსი და ფორვარდი კრისტიან აიენგა.

სანაცვლოდ "კავალიერზმა" ფორვარდი ლუკ უოლტონი, ჯეისონ კაპონო და 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლება მიიღო.

გარდა ამისა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე "ლეიკერსმა" მცველი დერეკ ფიშერი და დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანი გაუცვალა "ჰიუსტონს" ჯორდან ჰილში.

ფიშერმა "ლეიკერსში" 13 სეზონი ჩაატარა და გუნდთან ერთად ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. მიმდინარე სეზონში მცველი საშუალოდ 5.8 ქულით, 3.3 პასითა და 2.1 მოხსნით ეხმარებოდა "ლეიკერსს".

ჯორდანის მაჩვენებლები "როკეტსში" 5 ქულასა და 4.5 მოხსნას შეადგენდა.

* * *
Yahoo! Sports-ის ინფორმაციით დედლაინის ბოლო წუთებზე გაფორმდა სამმხრივი გარიგება "კლიპერსს", "ვაშინგტონსა" და "დენვერს" შორის.
შედეგად, "კლიპერსის" რიგები შეავსო მცველმა ნიკ იანგმა, "ვაშინგტონში" გადავიდა ცენტრი ნენე ილარიო, ჯავალ მაკგი კი "დენვერის" წევრი გახდა. გარდა ამისა, "ნაგეტსმა" მიიღო რონი ტურიაფი, "უიზარდსმა" ფორვარდი ბრაიან კუკი და დრაფტის არჩევანი.

* * *
"პორტლენდმა" და "ნიუ ჯერსიმ" შეთანხმებას მიაღწიეს გაცვლაზე. "ნეტსი" მიიღებს ფორვარდ ჯერალდ უოლასს და მის სანაცვლოდ დათმობს მეჰმეთ ოქურს, შეინ უილიამსსა და 2012 წლის დრაფტის პირველი ნომრის არჩევანი.

წლევანდელ სეზონში უოლასის საშუალო სტატისტიკა 13.3 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას უდრის.

"პორტლენდმა" კიდევ ერთი ტრეიდი განახორციელა. ამ კლუბმა და "ჰიუსტონმა" ცენტრები გაცვალეს - მარკუს კემბი "ბლეიზერსიდან" "როკეტსში" აღმოჩნდა, საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრნენ ჰაშიმ ტაბიტი და ჯონი ფლინი.

* * *
სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის გარდა, "პორტლენდმა" გუშინ მწვრთნელის შეცვლაც გადაწყვიტა. თანამდებობა დაატოვებინეს 47 წლის ნეიტ მაკმილანს.

ამ სპეციალისტმა "ბლეიზერსი" 2005-06 წლების დასაწყისში ჩაიბარა და ბოლო სამ სეზონში გუნდი პლეი ოფში გაიყვანა, სადაც "პორტლენდი" პირველივე რაუნდში ასრულებდა ბრძოლას. მანამდე მაკმილანი "სიეტლს" ავარჯიშებდა.

როგორც ჩანს, მაკმილანის განთავისუფლების მიზეზი ღრმა კრიზისია, რომელშიც გუნდი იყოფებდა რეგულარული ჩემპიონატში საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ. გარდა ამისა, მაკმილანს კონფლიქტი ჰქონდა რამდენიმე მოთამაშესთან, კერძოდ, რეიმონდ ფელტონთან და ჯამალ კროუფორდთან.

როგორც იტყობინებიან, "პორტლენდს" დროებით სათავეში კალებ კანალესი ჩაუდგება, რომელიც მაკმილანის თანაშემწედ მუშაობდა.

ნიუ ორლეანი-ვაშინგტონი 89:99
28:28, 21:28, 24:19, 16:24
ნ-ო: კამანი (20+7 მოხსნა), ეიონი (16+9 მოხსნა), არიზა (13), ჯეკი (11+5 პასი), ვასკესი (10+6 პასი).
ვ: უოლი (26+12 პასი+3 პასი), მეისონი (19), კროუფორდი (17), ბუკერი (14+5 მოხსნა), სერაფინი (12+9 მოხსნა).

დენვერი-ოკლაჰომა 90:103
25:29, 26:21, 14:28, 25:25
დ: მილერი (17), გალინარი (15), აფლალო (10).
ო: დურანტი (24+8 მოხსნა), უესტბრუკი (23+6 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (18), კუკი (11).

კლიპერსი-ფინიქსი 87:91
29:17, 18:22, 28:25, 12:27
კ: გრიფინი (25+8 მოხსნა), ბატლერი (14), ჯორდანი (11+9 მოხსნა), პოლი (10+7 მოხსნა+11 პასი), უილიამსი (10), მარტინი (10+5 მოხსნა).
ფ: ბრაუნი (21), ფრაი (12+6 მოხსნა+3 დაფარება), დადლი (11+6 მოხსნა), მორისი (10+6 მოხსნა).

დალასი-შარლოტი 101:96
23:23, 25:31, 26:14, 27:28
დ: ნოვიცკი (27+6 მოხსნა+5 პასი), ტერი (18+5 მოხსნა), ბობუა (14), კარტერი (11).
შ: მაგეტი (21), ტომასი (14+8 მოხსნა), ჰენდერსონი (12), ოგუსტინი (12), უოკერი (12+5 მოხსნა).

იუტა-მინესოტა 111:105 (ო)
24:20, 29:27, 24:24, 22:28, 12:6
ი: ჰეივორდი (26), ჰარისი (18), მილსეპი (16+11 მოხსნა+8 ჩაჭრა), ბურქსი (15), ჯეფერსონი (12+13 მოხსნა), ჰოვარდი (10), ფეივორსი (4+16 მოხსნა).
მ: ლავი (25+16 მოხსნა), პეკოვიჩი (20+9 მოხსნა), რიდნური (18+13 პასი+3 პასი), ბარეა (11), უებსტერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული