თუმცა თავიდან მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. უფრო მეტიც, "ორლანდოს" კალათბურთელები იოლად გადიოდნენ შორეულ ტყორცნებზე და ანდერსონი და რედიკი უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, არავინ იცის, ვინ დარჩებოდა საბოლოოდ გამარჯვებული. "ბულზი" გარკვეული ხანი ჩრდილში რჩებოდა და შემდეგ რიხიანად უპასუხა მეტოქეს.
მასპინძლებმა, რა თქმა უნდა, სცადეს თამაშში გარდატეხის შეტანა და კიდევ ჰქონდათ რაღაცის იმედი, მაგრამ როცა 31 სამქულიანიდან მხოლოდ ხუთი ჩავარდება კალათში (აგრეთვე 18-იდან 7 საჯარიმო), წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია. ასე რომ, "ბულზის" 21:7 გაქცევა და 26-ქულიანი გამარჯვება აბსოლუტურად კანონზომიერი შედეგია. "ჩიკაგომ" ბოლო 14 შეხვედრაში მე-12 გამარჯვებას მიაღწია.
* * *
დირკ ნოვიცკის ბრწყინვალე თამაშის (33 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი) წყალობით "დალასმა" შეძლო გასვლაზე კოშმარული სერიის შეწყვეტა, რომელიც ზედიზედ შვიდ მარცხს უტოლდებოდა. "დენვერის" აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა შეტევაში და პირველ ორ მეოთხედში 63 ქულის დაგროვება მოასწრო.
დიდი შესვენების შემდეგ "მავერიქსის" სნაიპერებს ოდნავ აერიათ მიზანი. სამაგიეროდ, საქმეში ჩაება ტექსასელთა დაცვა, რომელმაც მეორე ტაიმში მასპინძლებს მხოლოდ 11 (!) ბურთის ჩაგდების საშუალება მისცა.
"ნაგეტსს" თამაშის გადარჩენის მცირე შანსი მესამე მეოთხედის შუაში გაუჩნდა, როცა უილსონ ჩენდლერის მორიგი ტყორცნის შემდეგ სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. მაგრამ კარტერის ზედიზედ ორი ზუსტი შეტევისა და კოლორადოელების სამწუთიანი "მშრალი" სერიის შემდეგ "დალასმა" ორჯერ გაზარდა უპირატესობა და მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე.
კვირის მოთამაშეები
"მილუოკი ბაქსის" ფორვარდი დრიუ გუდენი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრი ენდრიუ ბინუმი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გუდენი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დრიუმ საშუალოდ 18.0 ქულა, 9.7 მოხსნა და 8.0 პასი დააგროვა. გუდენმა "კლივლენდთან" მოგებულ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 13 პასი და 10 მოხსნა.
ოთხიდან სამი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "ლეიკერსს", ბინუმის სტატისტიკური მონაგარი კი 27.5 ქულა (მეორე დასავლეთში) და 14.8 მოხსნა (ლიდერი დასავლეთში) იყო. გასული კვირის ოთხივე მატჩში ბინუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
გუდენის კვირა
12 მარტი. ნიუ ჯერსი-მილუოკი 99:105. 23 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.
14 მარტი. მილუოკი-კლივლენდი 115:105. 15 ქულა, 10 მოხსნა, 13 პასი.
16 მარტი. გოლდენ სტეიტი-მილუოკი 98:120. 16 ქულა, 11 მოხსნა.
ბინუმის კვირა
13 მარტი. მემფისი-ლეიკერსი 111:116. 37 ქულა, 16 მოხსნა.
14 მარტი. ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 101:107. 25 ქულა, 18 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება.
18 მარტი. ლეიკერსი-იუტა 103:99. 33 ქულა, 11 პასი, 2 დაფარება.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ჯარედ დადლი ("ფინიქსი") და ტონი პარკერი ("სან ანტონიო").
შარლოტი-ფილადელფია 80:105
19:25, 25:21, 19:30, 17:29
შ: ჰენდერსონი (14), უილიამსი (13+6 მოხსნა), უოკერი (13+5 პასი), უაიტი (12).
ფ: ჰოლიდეი (20+6 პასი), იანგი (20+6 მოხსნა), უილიამსი (19+5 პასი), ბრენდი (16+8 მოხსნა), ჰაუსი (13+11 მოხსნა+3 დაფარება).
ნიუ ჯერსი-კლივლენდი 100:105
17:30, 33:23, 24:23, 26:29
ნ-ჯ: უილიამსი (28+8 პასი), უოლასი (27+12 მოხსნა), ჰემფრიზი (13+11 მოხსნა), ბრუქსი (10).
კ: ტომპსონი (27+12 მოხსნა), ირვინგი (26+5 მოხსნა+7 პასი), ჯეიმისონი (13+13 მოხსნა), სლოუნი (11), სამუელსი (10).
დენვერი-დალასი 95:112
29:33, 27:30, 22:29, 17:20
დენ: აფლალო (24), ჩენდლერი (13), ჰარინგტონი (12+9 მოხსნა), ლოუსონი (11+6 პასი).
დალ: ნოვიცკი (33+11 მოხსნა+6 პასი), რაიტი (15+6 მოხსნა), ბობუა (14+6 პასი), კარტერი (14+6 მოხსნა), მაინმი (11+5 მოხსნა), ტერი (10).
ატლანტა-ბოსტონი 76:79
15:12, 18:19, 18:19, 25:29
ა: ჯ. ჯონსონი (25+6 მოხსნა), ფაჩულია (16+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), სმიტი (10+11 მოხსნა+8 პასი).
ბ: ალენი (19), გარნეტი (16+9 მოხსნა), პირსი (13 +5 მოხსნა), რონდო (10+13 პასი+6 ჩაჭრა), ბასი (8+10 მოხსნა).
ორლანდო-ჩიკაგო 59:85
14:22, 19:26, 15:12, 11:25
ო: ჰოვარდი (18+12 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (10+5 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (24+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლუკასი (20), დენგი (14).
გ. სტეიტი-მინესოტა 93:97
14:21, 21:28, 32:22, 26:26
გ-ს: ლი (25+9 მოხსნა), ჯეფერსონი (19), ტომპსონი (17), რობინსონი (13+7 პასი).
მ: ლავი (36+17 მოხსნა), რიდნური (11+10 პასი), ტოლივერი (10+5 მოხსნა).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ჩიკაგო* 48 38 10 79.2
2. მაიამი* 44 33 11 75.0
3. ორლანდო 47 29 18 61.7
4. ფილადელფია* 46 26 20 56.5
5. ინდიანა 43 25 18 58.1
6. ატლანტა 46 26 20 56.5
7. ბოსტონი 45 24 21 53.3
8. ნიუ იორკი 45 21 24 46.7
9. მილუოკი 44 20 24 45.5
10. კლივლენდი 43 17 26 39.5
11. დეტროიტი 45 16 29 35.6
12. ტორონტო 45 15 30 33.3
13. ნიუ ჯერსი 47 15 32 31.9
14. ვაშინგტონი 44 10 34 22.7
15. შარლოტი 44 7 37 15.9
დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 45 34 11 75.6
2. სან ანტონიო* 43 29 14 67.4
3. ლეიკერსი* 45 28 17 62.2
4. კლიპერსი 44 26 18 59.1
5. მემფისი 43 25 18 58.1
6. დალასი 47 27 20 57.4
7. დენვერი 46 25 21 54.3
8. ჰიუსტონი 46 24 22 52.2
9. ფინიქსი 45 23 22 51.1
10. იუტა 45 23 22 51.1
11. მინესოტა 47 23 24 48.9
12. პორტლენდი 45 21 24 46.7
13. გ. სტეიტი 43 18 25 41.9
14. საკრამენტო 45 16 29 35.6
15. ნიუ ორლეანი 45 11 34 24.4
* - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"