არტესტის კეთილი ჟესტი

AutoSharing Option

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი რონ არტესტი საქველმოქმედო აუქციონზე აპირებს თავისი საჩემპიონო ბეჭდის გაყიდვას. მიღებული თანხა ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების განათლებაზე დაიხარჯება.
როგორც NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, კალათბურთს არ აწუხებს ის ირონია, რომელსაც ეს ჟესტი გამოიწვევს არტესტის ბიოგრაფიის გათვალისწინებით. რონის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები საზოგადოებაში არსებული სერიოზული პრობლემის შესახებ შეიტყობენ.

ფსიქოლოგთა შეფასებით, ყოველ წელს 20-25 სპორტსმენი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ამასთან, ლაპარაკია მხოლოდ სპორტსმენებზე და ისიც ამერიკული სტუდენტური სპორტის პირველი დივიზიონის წარმომადგენლებზე.
"ლეიკერსს" საჩემპიონო ბეჭდებს 26 ოქტომბერს, "ჰიუსტონ როკეტსთან" მატჩის

წინ დაურიგებენ. არტესტი ამბობს, რომ არასოდეს გაიკეთებს თითზე ამ პრიზს. "რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, როცა თავდაუზოგავად იმუშავებ ბეჭდის მოსაპოვებლად და შემდეგ ადამიანებს დაეხმარები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს რონი.


ამერიკულ პრესაში ყოველდღე ჩნდება ინფორმაცია "დენვერ ნაგეტსიდან" კარმელო ენტონის სავარაუდო წასვლის შესახებ. გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ კალათბურთელისთვის პრიორიტეტული "ჩიკაგო ბულზისა" ან "ნიუ იორკ ნიქსის" ვარიანტია. ისიც შეგატყობინეთ, რომ "ხარების" ხელმძღვანელობამ "დენვერს" ენტონის სანაცვლოდ ლუოლ დენგის კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ "ნაგეტსმა" ეს წინადადება არ მიიღო. ახლა "ხარები" გაცვლისთვის ჟოაკიმ ნოას ამზადებენ, რომელიც შარშან საშუალოდ 10.7 ქულას აგროვებდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული