"ჰიტმა" ოპერატიულად შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამ მატჩში ფლორიდელებს წინ გასვლა არ ეწერათ. ამასობაში გრეინჯერმა და კოლისონმა მეოთხედის დასრულებისთვის საკუთარი გუნდის უპირატესობა 13 ქულამდე აიყვანეს.
ამ მომენტისთვის ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ "მაიამი" შეძლებდა "ინდიანასთან" ხუთმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას; მით
ასე რომ, "მაიამი" ინარჩუნებს ორმაგი წაგებების ტრადიციას: მარტში "ჰიტის" ყოველ წაგებას მეორე მოჰყვებოდა, მაგრამ ზედიზედ სამჯერ სპოელსტრას გუნდს არ წაუგია. ასე რომ, ახლა მოგების ჯერია.
* * *
გუშინ აღმოსავლეთის კიდევ ერთმა ფავორიტმა წააგო. "ჩიკაგომ" "დენვერთან" მატჩის პირველ ორ წუთში 8:0 გაქცევა მოაწყო. შესაბამისად, ჯორჯ კარლს სწრაფად მოუწია პირველი ტაიმ-აუტის აღება.
პაუზა მის გუნდს აშკარად მოუხდა, რადგან "ნაგეტსმა" საპასუხო 10:0 სპურტი განახორციელა, რომელშიც ერთბაშად ოთხმა კალათბურთელმა გამოიჩინა თავი.
მეტოქისგან განსხვავებით, რეგულარულის ლიდერი ამ დარტყმისგან ბოლომდე ვერ მოვიდა გონს. თითქოს "ჩიკაგო" შეეჩვია დერიკ როუზის გარეშე თამაშს, მაგრამ ამჯერად "ბულზს" შარშანდელი MVP-ის გარეშე ძალიან გაუჭირდა. მის არყოფნაში გაილაღა "დენვერის" გამთამაშებელმა ლოუსონმა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა და სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა.
კიდევ 12 ქულა დაამატა ანდრე მილერმა (ვეტერანის ანგარიშზე ორმაგი დუბლი მოდის). მცველების მონდომება "დენვერს" უცნაური სერიის გაგრძელებაში დაეხმარა: "ნაგეტსმა" ზედიზედ მეცამეტედ დაამარცხა აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდები და მხოლოდ ერთხელ წააგო - შინ "კლივლენდთან".
კვირის მოთამაშეები
"ატლანტა ჰოქსისა" და "ოკლაჰომა თანდერის" მცველები - ჯო ჯონსონი და კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯონსონი თავის გუნდს ხუთიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ჯომ საშუალოდ 23.2 ქულა, 5.4 მოხსნა და 3.2 პასი დააგროვა. მან "კლივლენდსა" და "იუტასთან" მატჩში სამქულიანებით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, "ვაშინგტონთან" შეხვედრაში კი ასევე შორეული ტყორცნით მოგება მოუტანა თავის გუნდს.
ოთხიდან სამი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "ოკლაჰომას", დურანტის სტატისტიკური მონაგარი კი 29.5 ქულა, 10.3 მოხსნა და 2.0 ჩაჭრა იყო.
ჯონსონის კვირა
21 მარტი. ატლანტა-კლივლენდი 103:102 (ო). 22 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
24 მარტი. ვაშინგტონი-ატლანტა 92:95. 16 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი.
25 მარტი. ატლანტა-იუტა 139:133 (4ო). 37 ქულა, 8 მოხსნა.
დურანტის კვირა
21 მარტი. ოკლაჰომა-კლიპერსი 114:91. 32 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა.
23 მარტი. ოკლაჰომა-მინესოტა 149:120 (2ო). 40 ქულა, 17 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.
25 მარტი. ოკლაჰომა-მაიამი 103:87. 28 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), გორან დრაგიჩი ("ჰიუსტონი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი"), რაიან ანდერსონი ("იუტა") და ელ ჯეფერსონი ("იუტა").
ინდიანა-მაიამი 105:90
24:24, 25:22, 29:19, 27:25
ი: გრეინჯერი (25+9 მოხსნა), კოლისონი (20+4 ჩაჭრა), ჯორჯი (16+10 მოხსნა), ბარბოზა (14), ჰიბერტი (11+9 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (10+12 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (24+9 მოხსნა), უეიდი (24+6 პასი+5 მოხსნა+4 დაფარება), ბოში (14), ჩელმერსი (13+3 ჩაჭრა).
ტორონტო-ორლანდო 101:117
26:28, 23:33, 24:32, 28:24
ტ: ფორბსი (21), კლეიზა (18), ჯ. ჯონსონი (13), კალდერონი (9+11 პასი).
ო: ანდერსონი (28+6 მოხსნა), ჰოვარდი (23+10 მოხსნა), ნელსონი (18+7 პასი), დევისი (13+7 მოხსნა), რედიკი (12).
ნიუ ჯერსი-იუტა 84:105
17:15, 15:34, 33:23, 19:33
ნ-ჯ: გრინი (20+3 ჩაჭრა), დ. უილიამსი (17+11 პასი), უოლასი (14), ჯ. უილიამსი (13+6 მოხსნა), ბრუქსი (10), ჰემფრიზი (2+10 მოხსნა).
ი: მილსეპი (24+13 მოხსნა), ჯეფერსონი (19+8 მოხსნა), ბერქსი (15+5 მოხსნა), მაილზი (10), ჰარისი (9+11 პასი).
ჩიკაგო-დენვერი 91:108
27:25, 25:29, 16:27, 23:27
ჩ: უოტსონი (17+8 პასი), ბუზერი (14+7 მოხსნა), კორვერი (14+5 პასი), ლუკასი (14).
დ: ლოუსონი (27+9 მოხსნა), აფლალო (22), ჰარინგტონი (17+5 მოხსნა), მილერი (12+10 პასი+3 ჩაჭრა), მაკგი (10+8 მოხსნა).
კლიპერსი-ნიუ ორლეანი 97:85
27:20, 22:18, 25:17, 23:30
კ: პოლი (25+10 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (20+7 მოხსნა+5 პასი), იანგი (17).
ნ-ო: ამინუ (15), ლენდრი (14+10 მოხსნა), ჯონსონი (11+6 მოხსნა).
ვაშინგტონი-დეტროიტი 77:79
14:16, 21:14, 27:23, 15:26
ვ: კროუფორდი (20+5 პასი+3 ჩაჭრა) უოლი (14+9 პასი+7 მოხსნა), სერაფინი (12+5 მოხსნა).
დ: სტაკი (24), პრინსი (18), მონრო (10+10 მოხსნა), ჟერებკო (9+12 მოხსნა).
შარლოტი-ბოსტონი 95:102
15:33, 35:19, 25:30, 20:20
შ: ჰენდერსონი (21), მალენსი (18+7 მოხსნა), ბრაუნი (16+7 პასი).
ბ: პირსი (36+10 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), გარნეტი (24), ბასი (15+5 მოხსნა), ბრედლი (11), რონდო (7+13 პასი+6 მოხსნა).
ნიუ იორკი-მილუოკი 89:80
30:26, 17:26, 21:12, 21:16
ნ-ი: ენტონი (28+12 მოხსნა), ჩენდლერი (13+9 მოხსნა), დევისი (13+7 პასი+5 მოხსნა), შუმპერტი (11+6 მოხსნა), სმიტი (9+10 მოხსნა).
მ: დანლივი (26+5 მოხსნა), ჯენინგსი (15+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა).
ჰიუსტონი-საკრამენტო 113:106 (ო)
17:29, 25:22, 29:21, 28:27, 14:7
ჰ: პატერსონი (24), სკოლა (18+14 მოხსნა), პარსონსი (16+8 მოხსნა+5 პასი), ლი (16), დრაგიჩი (14+10 პასი), ბადინგერი (11), ბოიკინსი (10+5 პასი).
ს: კაზინსი (38+14 მოხსნა), ტორნტონი (27), ევანსი (12+5 პასი+6 ჩაჭრა), უილიამსი (10).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. x-ჩიკაგო* 51 40 11 78.4
2. მაიამი* 48 35 13 72.9
3. ორლანდო 50 32 18 64.0
4. ფილადელფია* 49 27 22 55.1
5. ინდიანა 48 29 19 60.4
6. ატლანტა 50 30 20 60.0
7. ბოსტონი 49 27 22 55.1
8. ნიუ იორკი 50 25 25 50.0
9. მილუოკი 49 22 27 44.9
10. კლივლენდი 46 17 29 37.0
11. დეტროიტი 49 17 32 34.7
12. ტორონტო 50 16 34 32.0
13. ნიუ ჯერსი 51 16 35 31.4
14. ვაშინგტონი 49 11 38 22.4
15. შარლოტი 47 7 40 14.9
დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 49 37 12 75.5
2. სან ანტონიო* 47 33 14 70.2
3. ლეიკერსი* 49 30 19 61.2
4. კლიპერსი 49 28 21 57.1
5. დალასი 50 28 22 56.0
6. მემფისი 47 26 21 55.3
7. იუტა 50 27 23 54.0
8. ჰიუსტონი 50 27 23 54.0
9. დენვერი 50 27 23 54.0
10. ფინიქსი 49 25 24 51.0
11. მინესოტა 50 24 26 48.0
12. პორტლენდი 49 23 26 46.9
13. გ. სტეიტი 47 20 27 42.6
14. საკრამენტო 49 17 32 34.7
15. ნიუ ორლეანი 49 12 37 24.5
* - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"