კონფლიქტი "ჯადოქრებში"

AutoSharing Option
კრიზისში იმყოფება "ორლანდო", რისი მთავარი მიზეზიც კლუბის ლიდერის დუაიტ ჰოვარდისა და მწვრთნელის სტენ ვან განდის კონფლიქტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ "სუპერმენმა" ვან განდის გადაყენება მოითხოვა - ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა პრესამ. მოგვიანებით, ეს ცნობა დაადასტურა თავად "მეჯიქის" დამრიგებელმა და განაცხადა, რომ ჰოვარდი სპეციალურად არ აჩვენებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რადგან მწვრთნელის განთავისუფლება სურს.

რთულია მწვრთნელის სიტყვებში ეჭვის შეტანა მას შემდეგ, რაც გუშინ, "ნიუ იორკთან" მატჩში დუაიტმა მხოლოდ რვა ქულა და რვა მოხსნა დააგროვა. გარდა ამისა, "სუპერმენმა" ყველა საჯარიმო ააცილა და
ხუთჯერ დაკარგა ბურთი. ცენტრს მხარი აუბეს ნელსონმა (თამაშიდან - 3/14) და თურქოგლუმ, რომელმაც 19 წუთის განმავლობაში ვერც ერთი შედეგიანი პასი ვერ შეასრულა.

"ახლა მე ნაკლებად მაღელვებს, ვიქნები თუ არა გუნდის სათავეში, არც დუაიტის სურვილები მაინტერესებს. უფრო მნიშვნელოვანია გუნდად დავრჩეთ და კრიზისიდან გამოვიდეთ", - განაცხადა ვან განდიმ.

გასაკვირი არ არის, რომ "ორლანდომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.

ორლანდო-ნიუ იორკი 80:96
21:23, 23:33, 17:20, 19:20
ო: რიჩარდსონი (16), დევისი (15+7 მოხსნა), უაფერი (13), ნელსონი (10+6 მოხსნა+5 პასი), რედიკი (10).
ნ-ი: ენტონი (19+8 მოხსნა), სმიტი (15+9 პასი), დუგლასი (15+5 მოხსნა+6 პასი), ჩენდლერი (12+12 მოხსნა), ფილდსი (10).

დეტროიტი-ვაშინგტონი 99:94
28:21, 23:19, 25:24, 23:30
დ: მონრო (18+7 მოხსნა), სტაკი (15), პრინსი (14), გორდონი (13), მაქსიელი (11+11 მოხსნა).
ვ: უოლი (28+10 პასი), სერაფინი (15+9 მოხსნა), მეისონი (11), ვესელი (10+5 მოხსნა).

საკრამენტო-კლიპერსი 85:93
23:27, 19:21, 20:19, 23:26
ს: ტომასი (17+5 მოხსნა), ტომპსონი (15+16 მოხსნა), ევანსი (14+6 პასი), უილიამსი (11+3 აეპეხვთით).
კ: ფოიე (20+6 მოხსნა), ბატლერი (14), გრიფინი (14+9 მოხსნა), პოლი (13+5 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), კაზინსი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული