დირკ ნოვიცკიმ, ვინს კარტერმა და ჯეისონ ტერიმ აშკარად მასხრად აიგდეს "როკეტსი", რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. "მავერიქსის" ლიდერმა 31 ქულა მეორე ტაიმში დააგროვა, ბოლო მეოთხედში კი იდეალურად ითამაშა.
ნოვიცკი აგდებდა შორიდან, საშუალო დისტანციიდან, საჯარიმოს ხაზიდან... "როკეტსის" ექვსქულიანი უპირატესობა 9 წუთში მასპინძლების 9-ქულიან უპირატესობად გადაიქცა. "დალასს" შეუძლია ოდნავ ამოისუნთქოს. რეგულარულის დასასრულამდე სამი მატჩით ადრე მან მეცხრეადგილოსან "ფინიქსს" 2.5 მოგებით გაუსწრო.
სხვათა შორის, მარტში იმავე "ფინიქსის" წინააღმდეგ ჰარდენის ანგარიშზე 30 ქულა იყო. "სანზმა" თავისი კლასი მხოლოდ მატჩის დასაწყისში აჩვენა, მაგრამ "ოკლაჰომას" მთავარი რეზერვისტის მოედანზე გამოსვლის შემდეგ თამაში "თანდერის" კონტროლით გაგრძელდა. "იუტას" სტუმრად "პორტლენდთან" გამარჯვების შემდეგ "ფინიქსმა" ისევ დატოვა დასავლეთის პლეი ოფის ზონა.
ვერ გაიმყარა თავისი პოზიციები "დენვერმა", რომელიც საკუთარ მოედანზე "კლიპერსთან" დამარცხდა. "ნაგეტსის" მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ყოფილი მოთამაშე კენიონ მარტინი იყო, რომელმაც სირენამდე 27 წამით ადრე დაამატა კრის პოლის აცილებულს (ეს იყო კენიონის ერთადერთი მოხსნა მატჩში), შემდეგ კი ტაი ლოუსონის ტყორცნა დაბლოკა.
კალიფორნიელების წარმატება სამქულიანების კარგად შესრულებამაც განაპირობა - "კლიპერსმა" 14 შორეული ტყორცნა გამოიყენა.
ისევ სასარგებლოდ ითამაშა მო უილიამსმა. რომ არა მძიმე ტრავმა, ეს კალათბურთელი სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა ჯეიმს ჰარდენს საუკეთესო სათადარიგოს პრიზისთვის ბრძოლაში. ჯორჯ კარლის გუნდს ოთხი მატჩის ჩატარება დარჩა, აქედან სამი სტუმრად. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, "დენვერი" ზედიზედ მეცხრედ მოხვდება პლეი ოფში.
დალასი-ჰიუსტონი 117:110
27:27, 28:28, 23:29, 39:26
დ: ნოვიცკი (35+5 მოხსნა), კარტერი (23), ტერი (19), კიდი (12+8 პასი), უესტი (11).
ჰ: დრაგიჩი (20+10 პასი), სკოლა (18+6 მოხსნა), ლი (16), ბადინგერი (14), პარსონსი (12), კემბი (11+17 მოხსნა), ლოური (11+5 პასი).
ფინიქსი-ოკლაჰომა 97:109
25:29, 20:23, 32:30, 20:27
ფ: დადლი (21+6 მოხსნა), ფრაი (13+8 მოხსნა), ნეში (12+5 პასი), ლოპესი (11), გორტატი (9+12 მოხსნა).
ო: ჰარდენი (40+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), დურანტი (29+11 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (15+6 მოხსნა+5 პასი).
საკრამენტო-სან ანტონიო 102:127
28:29, 29:29, 29:39, 16:30
ს: ტომასი (21+8 პასი), ტორნტონი (20), კაზინსი (18+9 მოხსნა), ტომპსონი (10+6 მოხსნა).
ს-ა: ნილი (17), სპლიტერი (17+7 მოხსნა), პარკერი (15+5 მოხსნა+8 პასი), ლეონარდი (13+5 მოხსნა), ჯინობილი (13+5 პასი), ჯექსონი (13), გრინი (11).
მემფისი-ნიუ ორლეანი 103:91
23:21, 24:27, 37:12, 19:31
მ: გეი (26+5 მოხსნა), კონლი (20+5 პასი), მაიო (15+3 ჩაჭრა), რენდოლფი (10+6 მოხსნა).
ნ-ო: დაისონი (24+3 ჩაჭრა), ბელინელი (16), ლენდრი (16), სმიტი (12).
დენვერი-კლიპერსი 98:104
34:22, 19:25, 23:29, 22:28
დ: ლოუსონი (24+6 პასი), ჰარინგტონი (14+8 მოხსნა), კუფოსი (12+9 მოხსნა), აფლალო (12), მილერი (12+8 პასი), ფარიდი (12+6 მოხსნა).
კ: პოლი (21+8 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (19), ბატლერი (14), იანგი (13), გრიფინი (12+7 მოხსნა+5 პასი), ფოიე (12).
პორტლენდი-იუტა 91:112
23:26, 16:31, 21:24, 31:31
პ: მეტიუზი (21), ჰიქსონი (16+9 მოხსნა), სმიტი (16), ბებიტი (16+5 მოხსნა), ფლინი (11+7 პასი).
ი: ჰარისი (27), ჰეივორდი (23), ბურქსი (17+5 მოხსნა+5 პასი), ჯეფერსონი (11+10 მოხსნა), კანტერი (10).
გ. სტეიტი-ლეიკერსი 87:99
26:32, 22:24, 19:28, 20:15
გ-ს: ტომპსონი (17+5 პასი), ტაილერი (15+6 მოხსნა), რაიტი (12+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), რაში (10+5 მოხსნა), ჯენკინსი (6+11 პასი).
ლ: ბინუმი (31+9 მოხსნა), გასოლი (22+11 მოხსნა+11 პასი+3 დაფარება), უორლდ პისი (18+9 პასი).
დასავლეთი
თ მ წ %
1. y-სან ანტონიო 61 45 16 73.8
2. y-ოკლაჰომა 62 45 17 72.6
3. x-ლეიკერსი* 63 40 23 63.5
4. x-კლიპერსი 62 39 23 62.9
5. მემფისი 62 37 25 59.7
6. დალასი 63 35 28 55.6
7. დენვერი 62 34 28 54.8
8. იუტა 63 33 30 52.4
9. ფინიქსი 62 32 30 51.6
10. ჰიუსტონი 62 32 30 51.6
11. პორტლენდი 63 28 35 44.4
12. მინესოტა 63 25 38 39.7
13. გ. სტეიტი 61 22 39 36.1
14. საკრამენტო 62 20 42 32.3
15. ნიუ ორლეანი 62 19 43 30.6
y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში; * - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"