"შარლოტი" უმწვრთნელოდაა

AutoSharing Option
"შარლოტ ბობკეტსში" საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა როდ ჰიგინსმა პოსტიდან გაანთავისუფლა გუნდის მთავარი მწვრთნელი პოლ საილასი.

"ბობკეტსის" შეფმა მადლობა გადაუხადა სპეციალისტს ერთობლივი მუშაობისთვის და დაამატა, რომ კლუბმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში "შარლოტმა", საილასის ხელმძღვანელობით, NBA-ს ანტირეკორდი დაამყარა მოგებათა პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც 10.6-ს შეადგენდა. კლუბმა 66 შეხვედრაში მხოლოდ შვიდ გამარჯვებას მიაღწია.

უკვე გამოცხადდა საილასის შემცვლელი ოთხი კანდიდატის სია - მათ "შარლოტის" გაწვრთნის ყველაზე მეტი შანსი აქვთ. სხვათა შორის, ერთ-ერთია სტივენ საილასი - განთავისუფლებული პოლ საილასის ვაჟი.

ასევე სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან მაიკ დ’ენტონი, რომელიც ამ სეზონში "ნიუ იორკს" ავარჯიშებდა; წელს "პორტლენდიდან" დათხოვნილი ნეიტ მაკმილანი და ლეგენდარული ცენტრი პატრიკ იუინგი, რომელიც "ორლანდოს" საწვრთნელ შტაბში შედის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული