მიუხედავად ამისა, ამჯერად, პირველი მატჩისგან განსხვავებით, "სან ანტონიომ" თამაში არა პირველ, არამედ მეორე ნახევარში მოიგო.
"სპურსი", რა თქმა უნდა, თავიდანვე გაიქცა წინ, მაგრამ გარკვეული ხანი "კლიპერსის" ფარი ბურთს ჯიუტად არ იღებდა, თავის მხრივ, კი კალიფორნიელებს სამქულიანები კარგად გამოსდიოდათ (13-დან ცხრა). კრის
როგორ არ ეცადნენ კალიფორნიელები სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები გეგმაზომიერად ზრდიდნენ უპირატესობას.
კრის პოლმა ზედიზედ მეორე უფერული მატჩი ჩაატარა. მართალია, ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა გაზარდა შედეგიანობა, მაგრამ რვა შეცდომა ასეთი დონის ოსტატისთვის მეტისმეტია. ვერ ამართლებს "კლიპერსიც" წინა ხაზი. გრიფინმა 20 ქულა დააგროვა, მაგრამ ერთი (!!!) მოხსნა მისთვის სრულ კრახს ნიშნავს.
"სან ანტონიომ" ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო. სერია ლოს ანჯელესში გადადის და შესაძლოა, იქვე დასრულდეს, რადგან "კლიპერსი" სრულიად უსუსური ჩანს ამ ბრძოლაში.
სან ანტონიო-კლიპერსი 105:88
29:21, 17:21, 32:25, 27:21
ს-ა: პარკერი (22+5 პასი+5 მოდსნა+3 ჩაჭრა), დანკანი (18+5 მოხსნა+3 პასი), დიაო (16+4 პასი), გრინი (13), ჯინობილი (10+5 პასი), სპლიტერი (9), ნილი (7), ლეონარდი (5+6 მოხსნა), მილსი (3), ბონერი (2), ჯექსონი (0+3 პასი).
კ: გრიფინი (20), ფოიე (11), პოლი (10+5 პასი), ბატლერი (9+5 მოხსნა), უილიამსი (9+2 დაფარება), იანგი (9), მარტინი (7+3 დაფარება), ევანსი (5), ჯორდანი (4+7 მოხსნა), ბლედსოუ (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (53.2/49.2), სამქულიანები (40/69.2), საჯარიმოები (64.7/73.9).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"