სუპერმენმა წასვლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ორლანდ მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა მტკიცედ გადაწყვიტა სეზონებს შორის შესვენებისას კლუბის შეცვლა.

ამის შესახებ კალათბურთელთან დაახლოებული სანდო წყარო იტყობინება. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ჯადოქრების" ხელმძღვანელობამ პოსტები დაატოვებინა მთავარ მწვრთნელს სტენ ვან განდისა და გენერალურ მენეჯერს ოტის სმიტს.

წყაროს ცნობით, ჰოვარდის ხელში ჩასაგდებად მთავარი პრეტენდენტები არიან "ბრუკლინი", "დალასი" და "ნიუ იორკი". ასევე, "სუპერმენზე" პრეტენზიას აცხადებენ ლოსანჯელესური კლუბები – "ლეიკერსი" და "კლიპერსი", თუმცა ისინი ამ რბოლაში ფავორიტები არ არიან.

გასულ რეგულარულში ჰოვარდმა 54 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 20.6 ქულა და 14.5
მოხსნა დააგროვა.

* * *
"ორლანდოსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ის არის, რომ ამ გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ჯერი სლოუნმა.

შეგახსენებთ, რომ 70 წლის სპეციალისტმა ზედიზედ 21 წელი იმუშავა "იუტა ჯაზში" და ეს კლუბი 2011 წლის თებერვალში დატოვა.

"დიახ, ეს სამუშაო მაინტერესებს, მაგრამ უნდა გავარკვიო, ვარ თუ არა საინტერესო "ორლანდოს" ხელმძღვანელობისთვის", - განაცხადა თავის კომენტარში სლოუნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული