მომავალ დუელს დამატებით ელფერს ის ფაქტიც მატებს, რომ ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ და მათი უშუალო შეხვედრა (განსხვავებით კობისა და ლებრონის დუელისა) მოედანზე გადაწყვეტილი ამბავია.
ხოლო, თუ გავიხსენებთ იმას, რა დღეში ჩააგდო "ჰიტის" ლიდერმა პოლ პირსი (ბოსტონელის ანგარიშზე იყო
მაგრამ ეს შეუძლებელი ჩანს: სეფოლოშას არ შეუძლია ჯეიმსის მეურვეობა მათ შორის გაბარიტებში სხვაობის გამო, იბაკა კი ფარიდან შორს არც ისე მრისხანე ჩანს; თანაც, მისი საკუთარი ფარიდან მოშორება - სამწამიან ზონაში დაცვის შესუსტებას ნიშნავს.
გარდა ამისა, დურანტს ამ პლეი ოფში ასეთი დონის მცველი ჯერ არ დაპირისპირებია, რომელსაც შეუძლია სდიოს 48 წუთი ან უფრო მეტი. უორლდ პისი, ლეონარდი, ჯექსონი, მერიონი, რომლებსაც ევალებოდათ კევინის მეურვეობა, მოედანზე მაქსიმუმ 30 წუთს ატარებდნენ, იმ დროს, როცა "დურანტულა" იმდენს თამაშობდა, რამდენიც გუნდს სჭირდებოდა.
სხვა მოთამაშეები
მაგრამ გუნდი მხოლოდ ერთი მოთამაშისგან არ შედგება. ამიტომაც სერიის სხვა მონაწილეებსაც გადავხედოთ. თუმცა განსახილველი ბევრი არაფერია: "ოკლაჰომას" შემადგენლობა უფრო ძლიერია - რაოდენობითაც და ხარისხითაც და ჩამორჩება მეტოქეს მხოლოდ ორ პოზიციაზე: ბოში და უეიდი შეიძლება ბევრით არა, მაგრამ მაინც ძლიერები არიან თავიანთ კონკურენტებზე - ჰარდენსა და იბაკაზე.
თუმცა უეიდს დასჩემდა მთელი მატჩის ან მისი დიდი ნაწილის ჩაგდება, იმ დროს, როცა მისი ოპონენტი (ჰარდენი) უფრო სტაბილური იყო.
არ ღირს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩელმერსი უესტბრუკს ვერ შეედრება და კიდევ, პერკინსი "ჰიტის" ნებისმიერ ცენტრს სჯობია, იქნება ეს ჰასლემი, ენტონი თუ ტურიაფი). ამასთან, "თანდერის" შემადგენლობაშია სეფოლოშა, რომელსაც NBA-ს ნებისმიერი მცველის გამოთიშვა შეუძლია თამაშიდან (ჰკითხეთ პარკერს).
დაცვა
"ჰიტი", ალბათ, ვერ დაიკვეხნის ასეთი ხარისხიანი შეტევითი ოპციებით, მაგრამ დაცვის ორგანიზების მხრივ შეუძლია იამაყოს. მიმდინარე პლეი ოფში ერიკ სპოელსტრას მიერ მოწყობილი ბარიერები დიდად არ ჩამოუვარდებოდა "ბოსტონისა" და "ფილადელფიას" განთქმულ დაცვას.
"ოკლაჰომას" კი ჯერ ვერ ვუწოდებთ დაცვით გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ "სან ანტონიოს" ბარიერი დაცვითი მოქმედებების ხარჯზე გაიარა.
საერთო ჯამში, "თანდერის" დაცვა უშუალოდ მოთამაშეების მონდომების ხარჯზე მოქმედებს და არა აწყობილი გუნდური თამაშით. მართალია, "ოკლაჰომას" მიერ დამარცხებულმა გუნდებმა ასევე იცოდნენ დაცვაში თამაში, მაგრამ "დალასის", "ლეიკერსისა" და "სპურსის" დაცვა ჩამოუვარდება "მაიამის" უკანა ხაზს.
რეზერვისტები
"მაიამის" არ ჰყავს ჰარდენი და ეს დიდი მინუსია. "ნიქსის" წინააღმდეგ "ჰიტის" სათადარიგოთა სკამმა საშინლად ითამაშა, "ინდიანასთანაც" განსაკუთრებული დახმარება არ ყოფილა, "ბოსტონთან" დუელში კი ამაზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი.
გამოდის, რომ "ოკლაჰომას" ექნება გარანტირებული უპირატესობა რეზერვისტების მხრივ. ეს ნამდვილი პრობლემაა სპოელსტრასთვის და მთელი მისი გუნდისთვის. სწორედ შემადგენლობის სტაბილურმა სიღრმემ, უფრო სწორად, ერთი რეზერვისტის სტაბილურმა თამაშმა, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ამ ფინალში.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს სამქულიანები, რომელსაც "თანდერი" 37-პროცენტიანი სიზუსტით იყენებს. "ჰიტს" ეს მაჩვენებელი 32 პროცენტი აქვს. თუმცა "მაიამიმ" თავის მეტოქეებს შორეული ტყორცნების მხოლოდ 29 პროცენტი გამოაყენებინა, იმ დროს, როცა "თანდერის" ოპონენტებს ეს მაჩვენებელი 37 პროცენტი ჰქონდათ.
ჟურნალისტები ოკლაჰომას მხარეს
ბუკმეიკერები და ამერიკელი ანალიტიკოსების უმრავლესობა (მაგალითად, ESPN-ის 14 ჟურნალისტიდან ცხრა "ოკლაჰომაზე" ჩადის ფსონს) ფინალის წინ "ოკლაჰომას" მხარეს დადგა. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ბრუქსის გუნდმა უკვე გაიარა ამ პლეი ოფში თავისი პიკი.
"მაიამიმ" დიდი გაჭირვებით გადალახა "ბოსტონის" ბარიერი და ახლა ფინალისთვის შეიძლება ისე განეწყოს, რომ "ოკლაჰომამ" უბრალოდ ვეღარ გაუძლოს ფლორიდელებს. "თანდერისთვის" ეს ფინალი მორიგი ნაბიჯია NBA-ს მწვერვალისკენ, "მაიამისთვის" - პრინციპის საქმე.
"ოკლაჰომას" არაფერი აქვს დასამტკიცებელი, "ჰიტმა" კი ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ ორი წლის წინ შემთხვევით არ შეკრებილან ვარსკვლავები ერთ გუნდში.
"მაიამის" ჰაერივით სჭირდება სტუმრად მატჩის მოგება, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან "ოკლაჰომას" ამ პლეი ოფში შინ შეხვედრა არ წაუგია. თავის მხრივ, "ჰიტს" გაუჭირდება სახლში ზედიზედ სამი მატჩის მოგება. მოკლედ, ამ სერიის საბოლოო შედეგის პროგნოზირება ძალიან რთულია...
გზა ფინალამდე
მაიამი
1/8-ფინალი. მაიამი-ნიუ იორკი 4:1 (100:67, 104:94, 70:87, 89:87, 106:94);
1/4-ფინალი. მაიამი-ინდიანა 4-2 (95:86, 75:78, 94:75, 93:101, 115:83, 105:93);
1/2-ფინალი. მაიამი-ბოსტონი 4-3 (93:79, 115:111, 101:91, 93:91, 90:94, 79:98, 101:88).
ოკლაჰომა
1/8-ფინალი. ოკლაჰომა-დალასი 4:0 (99:98, 102:99, 79:95, 97:103);
1/4-ფინალი. ოკლაჰომა-ლეიკერსი 4:1 (119:90, 77:75, 99:96, 100:103, 106:90);
1/2-ფინალი. ოკლაჰომა-სან ანტონიო 4:2 (98:101, 111:120, 102:82, 109:103, 108:103, 107:99).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"