გუნდი, რომელმაც 2011-12 წლების სეზონი მოგება/წაგების ყველაზე უარესი მაჩვენებლით დაასრულა, მაიკ დანლეპმა ჩაიბარა.
სააგენტო AP-ის ცნობით, დანლეპი ათკაციან კანდიდატთა სიაში შედიოდა. მოლაპარაკებების შემდეგ ეს სია სამ კაცამდე დავიდა, მაგრამ დანლეპი იქ არ იყო მოხსენიებული. თუმცა საბოლოოდ "შარლოტის" წარმომადგენლებმა ისევ გადაწყვიტეს მასთან მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაო მას მიანდეს.
წინა მთავარ მწვრთნელთან, პოლ საილასთან კონტრაქტი 2011-12 წლების სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო არ გააგრძელეს. "შარლოტმა" ბოლო ადგილი დაიკავა 7 მოგებით (66 მატჩში) და
"შარლოტის" კალათბურთელებმა დაამხეს 39 წლის წინანდელი ანტირეკორდი, რომელიც "ფილადელფიას" ეკუთვნოდა - 9 მოგება 82 მატჩში (11.0 პროცენტი).
54 წლის დანლეპმა კარიერის დიდი ნაწილი საუნივერსიტეტო გუნდებში გაატარა. ასევე, ორი სეზონის განმავლობაში ის "დენვერის" მთავარი მწვრთნელის, ჯორჯ კარლის ასისტენტად მუშაობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"