"ბრუკლინ ნეტსის" მცველს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და NBA-ს კლუბები მასზე ნადირობას დაიწყებენ.
ერთ-ერთი ვარიანტი, რა თქმა უნდა, "ბრუკლინში" დარჩენაა, მაგრამ ასევე აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ დერონმა შეიძლება "დალასში" გააგრძელოს კარიერა.
ასევე გააქტიურდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი", რომელიც "ბრუკლინს" უილიამსის სანაცვლოდ მოთამაშეთა ჯგუფს უთმობს, რომელშიც ესპანელი ვარსკვლავი პაუ გასოლიც შედის.
თუმცა ცნობილი გახდა, რომ "ბრუკლინის" ხელმძღვანელობა
2011-12 წლების სეზონში დერონ უილიამსი საშუალოდ 21.0 ქულასა და 8.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
* * *
კვლავ არ ცხრება ჭორები იმის შესახებ, რომ "ჩიკაგო ბულზმა", შესაძლოა, თავისი რომელიმე ლიდერი დათმოს 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ. ლაპარაკია ლუოლ დენგზე ან ჟოაკიმ ნოაზე. ამ ნაბიჯის მიზანი ის არის, რომ ილინოისურ კლუბს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა და შემადგენლობის ახალგაზრდა მოთამაშით გაძლიერება სურს.
დენგის მიმართ უკვე გამოთქვამს დაინტერესებას რამდენიმე წამყვანი გუნდი, რომელთა შორის არიან "ნიუ იორკი", "ლეიკერსი" და "ორლანდო".
* * *
ამასობაში პაუ გასოლის გვარმა კიდევ ერთ სავარაუდო ტრეიდში გაიჟღერა. ლაპარაკია "ფილადელფიასა" და "ლეიკერსს" შორის მოსალოდნელ გარიგებაზე. ეს არის ერთი ერთზე გაცვლა - "სიქსერზი" მიიღებს გასოლს, ხოლო კალიფორნიაში გაემგზავრება ანდრე იგუოდალა.
ესპანელის სტატისტიკა გასულ სეზონში 18.7 ქულასა და 9.2 მოხსნას უდრიდა, იგუოდალასი - 12.4 ქულასა და 5.5 შედეგიან პასს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"