"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა "ტვიტერში" გულშემატკივარს შეაგინა

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 50 ათასი დოლარით დააჯარიმა "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი. ეს მკაცრი სასჯელი კალათბურთელმა "ტვიტერის" სოციალურ ქსელში გულშემატკივრის შეურაცხყოფისთვის მიიღო.

სამი დღის წინ ამარეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარზე, რომელშიც სტაუდმაიერს მომავალი სეზონისთვის თამაშის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად ფორვარდმა თავის ფანს ასე მიმართა: "fag", რაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა სალანძღავ სიტყვად მიიჩნევა.

გარკვეული დროის შემდეგ სტაუდმაიერმა წაშალა თავისი კომენტარი, მაგრამ "ნიუ იორკ დეილი ნიუსის" ჟურნალისტმა ბრაიან ფერელიმ კალათბურთელისა და გულშემატკივრის საუბრის "სკრინშოტი" გამოაქვეყნა, რის შემდეგაც საქმის
გარჩევა დაიწყო.

ამარემ ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო და განაცხადა, რომ პატივს სცემს მსოფლიოში ყველა ადამიანის სამოქალაქო უფლებას. სტაუდმაიერის თქმით, უნდა დაფიქრებულიყო, სანამ რამეს იტყოდა, ამიტომაც მისი საქციელის პატიება არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული