35 წლის ცენტრი ერიკ დამპიერი თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს. ვეტერანმა კალათბურთელმა ორიოდ დღის წინ თქვა, ერთ-ერთ ფლორიდულ გუნდს შევუერთდებიო. ვინაიდან ფლორიდის შტატში NBA-ს ორად ორი გუნდია – "მაიამი" და "ორლანდო", უნდა გვევარაუდა, რომ დამპიერმა ერთ-ერთი მათგანი იგულისხმა. ჰოდა, დღეს გამთენიისას მაიამელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, დიახ, დამპიერის დამატებას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ თავს შევიკავებთ და ერიკს კონტრაქტს აღარ შევთავაზებთო.
ერიკ დამპიერმა "ბობკეტსთან" მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და დღეს მისი აყვანის მსურველთა შორის "ფინიქსი", "ჰიუსტონი" და ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" არიან.
15:09 25-09-2010
დამპიერის ფლორიდა ჩაიშალა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული