უახლოეს დღეებში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, შესაძლოა, მეგატრეიდი განხორციელდეს, რომელშიც ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გაცვლის მთავარი მოქმედი პირი იქნება "დენვერის" ლიდერი კარმელო ენტონი.
თუ ეს ცნობა დადასტურდა, ენტონი "ნიუ ჯერსი ნეტსში" აღმოჩნდება, "დენვერში" გადავა "იუტას" რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო, თავის მხრივ, "ჯაზმენთა" რიგებში შეავსებს "შარლოტი" ფორვარდი ბორის დიაო, ხოლო "ბობკეტსი" "ნიუ ჯერსიდან" მცველ დევინ ჰარისს მიიღებს.
გარდა ამისა, "დენვერს" 2010 წლის დრაფტის მესამე ნომერი დერიკ ფეივორსი და 2011 და 2012 წლების დრაფტში პირველი რაუნდში არჩევის უფლება ერგება.
რაც შეეხება ენტონის, მისი
ვეტერან ვარსკვლავს ალენ აივერსონს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. რეგულარული ჩემპიონატის ყოფილ MVP-ს წინადადებით მიმართა თურქეთის "ბეშიქთაშმა".
თურქული პრესის ცნობით, "ბეშიქთაში" აივერსონს წლიური ხელფასის სახით 1.5-2 მილიონ დოლარს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ალენმა უარი თქვა ერთ-ერთი ჩინური კლუბის 4-მილიონიან კონტრაქტზე.
ორი ახალი კალათბურთელი შეიძინა "ნიუ ორლეან ჰორნეტსმა". კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ჯანერო პარგოსთან და პოპს მენსა-ბონსუსთან კონტრაქტების გაფორმების შესახებ, თუმცა ხელშეკრულების დეტალები უცნობი დარჩა.
პარგომ NBA-ში შვიდი სეზონი გაატარა - მისი სტატისტიკური მონაგარი 6.6 ქულასა და 2.0 შედეგიან პასს უდრის, რაც შეეხება მენსა-ბონსუს, მას მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშის სამწლიანი სტაჟი აქვს.
"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მთავარი მწვრთნელი დონ ნელსონი უახლოეს დღეებში დატოვებს გუნდს და სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვეტერანი მწვრთნელი თავად გადადგება პოსტიდან თუ კლუბის ხელმძღვანელობა მიუთითებს კარისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში კალიფორნიულ კლუბს მოუწევს ნელსონისთვის კონტრაქტის ბოლო წლით გათვალისწინებული 6 მილიონი დოლარის გადახდა.
ამა წლის აპრილში 70 წლის სპეციალისტი ლიგაში გამარჯვებების რაოდენობით NBA-ის რეკორდსმენი გახდა. ახლა მის ანგარიშზე მწვრთნელის რანგში მოპოვებული 1335 მოგებაა, რაც სამით მეტია შინა რეკორდსმენის - ლენი უილკენსის მაჩვენებელზე.
"გოლდენ სტეიტის" გარდა, ნელსონს 31-წლიანი კარიერის განმავლობაში "მილუოკიში", "ნიუ იორკსა" და "დალასში" უმუშავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"