შეგახსენებთ, რომ ევროპაში გადმობარგებამდე ამერიკა ბრაზილიას დაუპირისპირდა და ძალიან გაუჭირდა მანიანოს გუნდის დამარცხება - მატჩის მსვლელობისას მაიკ კჟიჟევსკის შეგირდებს ათქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოუწიათ. მაგრამ, ამჯერად, ამერიკელებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ და სასტიკი მარცხი აგემეს მასპინძლებს.
ბრიტანეთმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია წინააღმდეგობა მეტოქეს. კარგა ხანი სხვაობა 3-5 ქულის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ შემდეგ, თანდათან გამოიკვეთა სტუმრების უპირატესობა.
კარმელო ენტონის მონდომებით, უკვე პირველი 10 წუთის
მეორე მეოთხედში სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა და დიდი შესვენებისთვის ამერიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გამარჯვებულის საკითხი - სტუმრები 18 ქულას იგებდნენ: 55:37.
მართალია, მესამე მეოთხედის დასაწყისში ბრიტანეთმა თავისი ლიდერის - ლუოლ დენგის მონდომებით 14 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ ეს მასპინძლების დროებითი გაბრძოლება იყო. მესამე მეოთხედის ბოლოს უილიამსის ორქულიანისა და ლებრონ ჯეიმსის დანკით 29-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.
ამერიკელები არც მეოთხე მეოთხედში მოეშვნენ. მაიკ კჟიჟევსკიმ სათადარიგო მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მათ შორის, წლევანდელი დრაფტის პირველ ნომერს ანტონიო დევისს. სწორედ სათადარიგოებმა უზრუნველყვეს ამერიკის 40-ქულიანი გამარჯვება - 118:78.
ამერიკის ნაკრები ოლიმპიადამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - არგენტინისა და ესპანეთის წინააღმდეგ.
ბრიტანეთი-აშშ 78:118
20:33, 17:22, 9:20, 32:43
ბ: დენგი (25).
ა: ენტონი (19), უილიამსი (19), ჯეიმსი (16), უესტბრუკი (15).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"