NBA: ო ჯეი მაიო "დალასში" და სხვა ამბები

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობამ შეძლო ცნობილი ცენტრის ბენ უოლასის დაყოლიება - 37 წლის კალათბურთელმა გადაიფიქრა დიდი სპორტიდან წასვლა და კარიერას გააგრძელებს.

ამ მომენტისთვის, "პისტონზის" შემადგენლობა სრულად არის დაკომპლექტებული, ამიტომაც გუნდს მოუწევს ჩარლი ვილანუევას ან ოსტინ დეის გაცვლა უოლასისთვის ადგილის გასათავისუფლებლად.

* * *
24 წლის შემტევი მცველი ო ჯეი მაიო, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა, "დალასში" გააგრძელებს კარიერას, - ამ ინფორმაციას NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"მავერიქსის" გარდა, "მემფისის" ყოფილ მცველზე პრეტენზიას აცხადებდნენ "ლეიკერსი", "ჩიკაგო" და "ფინიქსი".

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული
ოთხი სეზონის განმავლობაში, 2008 წლის დრაფტის მესამე ნომერი 15.2 ქულასა და 3.3 ქულას აგროვებდა.

* * *
"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება ფორვარდ ვლადიმირ რადმანოვიჩთან. გასული სეზონი ამ კალათბურთელმა "ატლანტას" რიგებში გაატარა - 49 მატჩში მისი სტატისტიკა 4.5 ქულა და 2.9 მოხსნა იყო.

რადმანოვიჩი 2001 წლის დრაფტზე "სიეტლმა" მე-12 ნომრად აირჩია.

* * *
"ბოსტონმა" და "ჰიუსტონმა" გაცვლის შესახებ მოილაპარაკეს. "სელტიქსის" მოთამაშე გახდა მცველი კორტნი ლი, ხოლო "როკეტსის" რიგებში აღმოჩნდნენ ფორვარდი დეჟუან ჯონსონი, მცველი ეთვონ მური და ცენტრი შონ უილიამსი. "რაკეტებს" აგრეთვე ერგოთ დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება.

შარშანდელ სეზონში 26 წლის ლიმ "ჰიუსტონს" 11.4 ქულა და 2.7 მოხსნა შესძინა. 23 წლის ჯონსონის სტატისტიკა 3.2 ქულას შეადგენდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული