კლივლენდში ლებრონის შესანარჩუნებელი აქცია მოეწყო
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა ლიგაში დარჩენა და ბოლო ორი წლის ჩემპიონის გაწვრთნა. ამით შესახებ ლეგენდარულმა სპეციალისტმა თავად აცნობა თავის შეგირდებს.
"ჩემი იმედი გქონდეთ. რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ დადგა დრო, გამოწვევა მივიღო და გუნდი შევკრიბო, რომელიც შეძლებს 2010-11 წლების სეზონში ტიტულის დაცვას. ეს ჩემი ბოლო და ყველაზე დიადი გმირობა იქნება", - ამბობს მოთამაშეებისადმი მიმართვაში ფილ ჯექსონი.
აქამდე კალიფორნიელთა დამრიგებელი ამბობდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, შესაძლოა, მომავალ წელს დაბრუნებაში შეუშალოს ხელი.
ფილ ჯექსონი NBA-ის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია - მან "ჩიკაგო" და "ლეიკერსი" 11-ჯერ მიიყვანა ჩემპიონობამდე.