ჯექსონი ისევ ლეიკერსის მწვრთნელია

AutoSharing Option

კლივლენდში ლებრონის შესანარჩუნებელი აქცია მოეწყო

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა ლიგაში დარჩენა და ბოლო ორი წლის ჩემპიონის გაწვრთნა. ამით შესახებ ლეგენდარულმა სპეციალისტმა თავად აცნობა თავის შეგირდებს.
"ჩემი იმედი გქონდეთ. რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ დადგა დრო, გამოწვევა მივიღო და გუნდი შევკრიბო, რომელიც შეძლებს 2010-11 წლების სეზონში ტიტულის დაცვას. ეს ჩემი ბოლო და ყველაზე დიადი გმირობა იქნება", - ამბობს მოთამაშეებისადმი მიმართვაში ფილ ჯექსონი.
აქამდე კალიფორნიელთა დამრიგებელი ამბობდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, შესაძლოა, მომავალ წელს დაბრუნებაში შეუშალოს ხელი.
გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის ხელფასის შემცირებას აპირებდა (გასულ სეზონში ჯექსონმა 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა).
ფილ ჯექსონი NBA-ის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია - მან "ჩიკაგო" და "ლეიკერსი" 11-ჯერ მიიყვანა ჩემპიონობამდე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული