შედგა სამმხრივი გაცვლა, რომელშიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსი", "დენვერ ნაგეტსი" და "ფილადელფია სიქსერზი" მონაწილეობდნენ. ამ ტრეიდის მიზანი დუაიტ ჰოვარდის "ლეიკერსში" გადასვლა იყო.
"სუპერმენის" გარდა, კალიფორნიულ კლუბში ამოყვეს თავი კრის დუჰონმა და ირლ კლარკმა.
"ორლანდომ" მიიღო აარონ აფლალო, ელ ჰარინგტონი, ნიკოლა ვუჩევიჩი, ჯოშ მაკრობერტსი, მო ჰარკლესი და კრისტიან აიენგმა. ამას ემატება დრაფტზე ხუთი არჩევანი, აქედან სამი პირველი რაუნდში
თავის მხრივ, "ლეიკერსმა" "ფილადელფიაში" გაუშვა ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბინუმი, რომლის კონტრაქტი, ჰოვარდის ხელშეკრულების მსგავსად, მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
ამერიკის ნაკრებში ოლიმპიური ჩემპიონი ანდრე იგუოდალა "ფილადელფიადან" დენვერში" გადავიდა. და კიდევ, "სიქსერზმა" "ორლანდოდან" მიიღო მცველი ჯეისონ რიჩარდსონი.
* * *
პარალელურად, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ "ლეიკერსის" ვარსკვლავურმა ახალბედამ შესაძლოა, ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოვარდი ზურგის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის და თავადაც არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. ყოველდღიურად თავს უფრო კარგად ვგრძნობ. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ექიმები მეტყვიან, რომ მზად ვარ სათამაშოდ.
ვნახოთ, რას გადაწყვეტენ ექიმები. 100 პროცენტით დარწმუნებული უნდა ვიყო ჩემს მზადყოფნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს მოედანზე დაბრუნების გადადება", - განაცხადა ჰოვარდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"