ამის შესახებ ESPN იტყობინება. ბრაიანტმა 30-წუთიანი მატჩის მხოლოდ მეორე ტაიმში მიიღო მონაწილეობა. NBA-ს ვარსკვლავის თანაგუნდელები იყვნენ ჩინეთის პოპვარსკვლავები და მსახიობები.
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კობი ბრაიანტის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 29 ქულას აგებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით 20 ქულა დაუმატა ამერიკელის მოწინააღმდეგე გუნდს! დანარჩენის შესახებ თავად კობი ჰყვება "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე:
"ჩვენ ორ ტაიმს ვთამაშობდით. თითოს ხანგრძლივობა 15 წუთი
ახლა უკვე 29 ქულით ჩამოვრჩებოდით. მინდოდა ისე მეთამაშა, როგორც ეს საჩვენებელ მატჩებში ხდება ხოლმე, მაგრამ ფანებმა ნაადრევად მომილოცეს სიმღერებით დაბადების დღე და მოისურვეს, საქმეში ენახათ ჩემი საუკეთესო თვისებები.
თანაგუნდელები უიმედოდ აგებდნენ. ესენი იყვნენ მომღერლები და მსახიობები, რომლებიც კალათბურთს საერთოდ არ თამაშობენ.
მათ მკითხეს, შევძლებდი თუ არა მეორე ტაიმში ჩამორჩენის გაბათილებას. არ მინდოდა არც მათი და არც გულშემატკივრების წყენინება. მათ ხომ ამ შოუს სანახავად ფული გადაიხადეს. ასე რომ, გამოწვევა მივიღე და მეორე ტაიმი ჩემთვის ამტანობაზე ტესტი გახდა.
გიჟივით დავრბოდი. შესვენების შემდეგ 68 ქულა დავაგროვე - და ჩვენ გავიმარჯვეთ. უკვე გითხარით, რომ მათ კალათბურთის არაფერი გაეგებოდათ. ჩემთვის, უბრალოდ, მხიარული იყო მათ გვერდით ყოფნა, მაყურებლის მხარდაჭერა. მათ ძალიან მოეწონათ ეს შოუ".
და კიდევ, კობიმ მატჩის მსვლელობისას ჩინელი "ჩირლიდერების" გარემოცვაში გიტარაზე დაკვრაც მოასწრო. ამ შეხვედრის ამსახველი კადრების ხილვა Youtube-ზეა შესაძლებელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"