ბარაკ ობამა: მე "მაიამი" ვარ, რომნი - ჟერემი ლინი

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ 57-ე საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მეტოქეს - რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, მიტ რომნის დღევანდელი პრეზიდენტის გუნდის თეთრი სახლიდან გამოძევების არანაირი შანსი არ გააჩნია.

"ჩვენ "მაიამი ჰიტი" ვართ, რომნი - ჟერემი ლინი", - მოჰყავს ობამას სიტყვები The New York Times-ს.

გამოცემამ კომენტარი დაურთო ობამას გამოსვლას:

"ობამას ეს გამონათქვამი, მინიმუმ, გაუფრთხილებელია. ჯერ ერთი, თავად შედარება NBA-ს ჩემპიონ "მაიამისთან" არც ისე წარმატებული გახლავთ, რადგან ამომრჩევლებმა, შესაძლოა, პარალელი გაავლონ "კლივლენდიდან" "მაიამიში" ლებრონ ჯეიმსის მოღალატეობრივ გადასვლასა და თავად ობამას
საეჭვო ბიოგრაფიას შორის.

საქმე ისაა, რომ ერთ დროს მხურვალე მუსულმანი ობამა მოულოდნელად ქრისტიანი გახდა, რადგან ასე სჭირდებოდა პოლიტიკას.

მეორე საჩოთირო მომენტია ჟერემი ლინისადმი აგდებული დამოკიდებულება. ამან, შესაძლოა, გაანაწყენოს ემიგრანტთა საზოგადოება, რომელმაც წინა არჩევნებზე ობამას მისცა ხმა.

პრეზიდენტს გაუმართლა, რომ ამ ზაფხულს ლინი "ნიუ იორკიდან" "ჰიუსტონში" გადავიდა, რადგან აშშ-ის ყველაზე დიდი ქალაქის მცხოვრებლები, ჩვეულებრივ, არავის პატიობენ ამგვარ განცხადებებს".

ამერიკაში ახალი ლიგა შეიქმნა
როგორც ამერიკული პრესა წერს, მუსიკალურმა მაგნატმა სტივ რიფკინდმა თავისი სპორტული პირმშოს - ამერიკული საკალათბურთო ლიგის (ABL) აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო.

ახალმა ჩემპიონატმა კონკურენცია უნდა გაუწიოს D ლიგას. ABL-ის პირველი სეზონი მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

ჩემპიონატი FIBA-ს წესებით ჩატარდება. ახლად შექმნილი ლიგის 24-მატჩიან სეზონში 12 გუნდი იქნება მიწვეული.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ლიგის შექმნის მთავარი იდეა აშშ-ში უფრო მეტი ევროპელი კალათბურთელის ხილვაა, რომლებიც ოსტატობას აიმაღლებენ ABL-ში. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს D ლიგას NBA-სთვის მოთამაშეების მიწოდების მხრივ.

საინტერესოა, რომ ახალ ლიგაში ხელფასი თვეში სამი ათას დოლარს არ გადააჭარბებს.

ტი-მაკს შარლოტში გასინჯავენ
ანონიმური წყაროს ცნობით, ვეტერანი ფორვარდი ტრეისი მაკგრეიდი შემოწმებას გაივლის "შარლოტში". თავად კლუბმა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონი კალათბურთელმა "ატლანტაში" გაატარა და საშუალოდ 5.3 ქულას, 3.0 მოხსნასა და 2.1 შედეგიან პასს აგროვებდა. მანამდე მაკგრეიდი "ტორონტოში", "ორლანდოში", "ჰიუსტონში", "ნიუ იორკსა" და "დეტროიტში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული