ვერცხლისფერი ”სან ანტონიო”

AutoSharing Option
როგორც ამერიკული პრესა წერს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 38 წლის გამთამაშებელი დერეკ ფიშერი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" საწვრთნელ ცენტრში კლუბის ახალწვეულთან, სტივ ნეშთან ერთად ვარჯიშობს.

ფიშერი, შესაძლოა, დაბრუნდეს "ლეიკერსში", ოღონდ ეს მარტამდე არ მოხდება. კალათბურთელი ამტკიცებს, რომ, უბრალოდ, ვარჯიშობს თავის ყოფილ გუნდთან.

გასულ სეზონში ფიშერმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა "ოკლაჰომა-სიტის" რიგებში და საშუალოდ 4.9 ქულა და 1.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
"სან ანტონიო სპურსი" ახალ სეზონში გულშემატკივრების წინაშე ახალი სათამაშო ფორმით წარსდგება. კლუბმა მაისურის ახალი დიზაინი და შეფერილობა 20 სექტემბერს
წარადგინა. როგორც ცნობილია, აქამდე "სპურსი" თეთრი ან შავი ფერის ფორმით თამაშობდა, მესამე ვარიანტი კი ვერცხლისფერშია გადაწყვეტილი.

უკვე ცნობილია, რომ "სან ანტონიო" ახალი სეზონის გახსნის მატჩს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ სწორედ ახალი ფორმით ჩაატარებს.

* * *
უახლოესი დღეების განმავლობაში "ბოსტონ სელტიქსმა", შესაძლოა, სერბი ცენტრი დარკო მილიჩიჩი გაიფორმოს. როგორც სააგენტო AP წერს, "სელტიქსის" ხელმძღვანელობა მზად არის, სერბ კალათბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის საერთო ღირებულება 6 მილიონი დოლარი იქნება.

უფრო ადრე მილიჩიჩს მადრიდის "რეალი" ეპატიჟებოდა, მაგრამ 2003 წლის დრაფტის მეორე ნომერს არ სურს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დატოვება.

მილიჩიჩმა 2011-12 წლების სეზონი "მინესოტაში" გაატარა და ამ გუნდს 4.6 ქულითა და 3.3 მოხსნით დაეხმარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული