სეზონის წინ: "ინდიანა პეისერსი"

AutoSharing Option
ინდიანა პეისერსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 103,5 ქულა - მე-9 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 100,4 ქულა - მე-10 ლიგაში

წინა ხაზი
ამ ზაფხულს როი ჰიბერტის შენარჩუნება "ინდიანას" მთავარი ამოცანა იყო. არა იმიტომ, რომ ის იდეალური ცენტრის მაგალითია, არამედ იმის გამო, რომ დღეისთვის რთულია ასოციაციაში იპოვნო ასეთი ახალგაზრდა და მაღალი კალათბურთელი, რომელიც "ყველა ვარსკვლავის" დონეს აკმაყოფილებს და ამასთან, სურს "ინდიანაში" ითამაშოს.

შეფასება: 5 მინუსით

უკანა ხაზი
ძირითადი გამთამაშებლის საკითხი გადაწყვეტილია. ჯორჯ ჰილს სწრაფად შესთავაზეს ახალი კონტრაქტის გაფორმება, დარენ კოლისონი კი "დალასში" გაუშვეს.

ერიკ
გორდონის მიღება ძალიან რთული საკითხი აღმოჩნდა. ასე რომ, შემტევი მცველის პოზიციაზე თამაშს დაიწყებს პოლ ჯორჯი.

შეფასება: 4

დაცვა
დანტეი ჯონსი საკმაოდ კარგად ართმევდა თავს პერიმეტრზე მეტოქეთა სუპერვარსკვლავების მეურვეობას, მაგრამ "ინდიანას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უკეთესია, გააძლიეროს დაცვის უკანა ხაზი. ამიტომაც კოლისონთან ერთად ჯონსიც "დალასში" გაუშვა და სანაცვლოდ ფრანგი ცენტრი იან მაინმი აიყვანა.

შეფასება: 4 მინუსით

სათადარიგოთა სკამი
დიჯეი ოგასტინი ჰილს შეცვლის. მაიკლ პლამლი მიიღებს სათამაშო დროს, რომელიც ჯეფ ფოსტერისთვის და ლუის ამუნდსონისთვის იყო გამოყოფილი, ჯერალდ გრინი კი - იქს-ფაქტორია, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. კონკრეტულად რა, ამას ის თავადაც ვერ გეტყვით.

შეფასება: 4

მწვრთნელი
ფრენკ ვოგელის სამუშაო "პეისერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დადებითად უნდა შეფასდეს. გუნდი მისი ხელმძღვანელობით აშკარად პროგრესირებს.

სავარაუდოდ, ის შეინარჩუნებს თავის თანაშემწეს ბრაიან შოს, რადგან ამ სპეციალისტის ამბიციები - ჩაებარებინა NBA-ს რომელიმე კლუბი, დაუკმაყოფილებელი დარჩა.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება
ამ ზაფხულს "ინდიანასთვის" განვითარების სხვა გზაც არსებობდა. თავიდან გუნდს სურდა დონი უოლშის დაბრუნება და კევინ პრიტჩარდის გაფორმება.

მაგრამ პლეი ოფში წარმატებული გამოსვლისა და მომავალ ჩემპიონებთან ღირსეული მარცხის შემდეგ მათ კონტრაქტი გაუგრძელეს ლარი ბერდს. სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებაა შარშანდელი პროგრესი.

სწორედ ლარიმ შეკრიბა დიდი შრომის წყალობით ეს ორგანიზაცია, რომელმაც, როგორც იქნა, დაიწყო მაყურებლებისთვის სიხარულის მოტანა.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია განვითარების ამ ეტაპზე გუნდის რეალური ძალის გაგება.

სავარაუდოდ, ის გაუსწრებს დერიკ როუზის გარეშე დარჩენილ "ჩიკაგო ბულზს" და მოიგებს ცენტრალურ დივიზიონს, მაგრამ მეტოქის სისუსტის გამოყენება და საკუთარი პროგრესი - განსხვავებული ცნებებია.

გუნდს არ უნდა ჰქონდეს ახალბედათა იმედი და პირველ რიგში, პროდუქტიულობით უნდა იყვნენ გამორჩეულნი შარშანდელი მოთამაშეები - ჯორჯი, გრეინჯერი, ჰიბერტი, უესტი და ჰილი.

საერთო შეფასება: 4 პლუსით

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული