თავდასხმა: საშუალოდ 103,5 ქულა - მე-8 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 103,8 ქულა – 23-ე ლიგაში
წინა ხაზი
“ფინიქსში” უცნაური ამბები ხდება. ცენტრის პოზიციაზე მარცინ გორტატი ითამაშებს, მძიმე ფორვარდის როლი ლუის სკოლას ერგება, მეორე ფორვარდის პოზიციას კი არასტაბილური მაიკლ ბიზლი დაიკავებს. ორი წლის განმავლობაში გუნდის შემადგენლობა ძალიან შეიცვალა.
შეფასება: 4 მინუსით
უკანა ხაზი
ორი ახალი გამთამაშებელი შეეცდება “ლეიკერსში” გადასული სტივ ნეშის შეცვლას. ერთ-ერთია გორან დრაგიჩი, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან ენდობიან, რადგან მრავალწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. კენდალ მარშალი კი ახალბედაა, რომელიც
შეფასება: 3 პლუსით
დაცვა
როგორც იქნა, “ფინიქსმა” თავისი “მაღლების” დახმარებით დაცვაზე ზრუნვა დაიწყო, მაგრამ გორტატისა და სკოლას მონდომება არასაკმარისი იქნება დაცვაში არსებული ხვრელების ამოსავსებად.
შეფასება: 2
სათადარიგოთა სკამი
თითქოს მარშალისა და მორისის ნდობა შეიძლება; ყოველ შემთხვევაში, მარკიფმა თავისი სარგებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაამტკიცა, მაგრამ “სანზის” სათადარიგოთა სკამზე ნამდვილ ლიდერს ვერ ვხედავთ.
შეფასება: 3 პლუსით
მწვრთნელი
ელვინ ჯენტრიმ გარდაქმნის პროცესში მყოფ გუნდში გარკვეული სტაბილურობა შეიტანა. ეს, რა თქმა უნდა, მის აქტივში უნდა შევიტანოთ. ახლა მას კიდევ ერთხელ მოუწევს შემადგენლობის დალაგება, რადგან "სანზში" ისეთი მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.
შეფასება: 4
საბოლოო შეფასება
ეს სეზონი არიზონული კლუბისთვის ძალიან რთული იქნება. წაგებების რაოდენობა გაიზრდება, რადგან გუნდში აღარ არიან ნეში და ჰილი, რომლებსაც განსაკუთრებული მონდომების ხარჯზე შეეძლოთ “სანზისთვის” გამარჯვება გამოეგლიჯათ, ან წარუმატებლობის შემთხვევაში ახალგაზრდა მოთამაშეები გაემხნევებინათ და ისინი სწორ გზაზე დაეყენებინათ. ახლა გუნდს ნეშის გარეშე თამაშის სწავლა მოუწევს.
ლუის სკოლას თამაში მაგალითი უნდა გახდეს ახალგაზრდობისთვის. თუ გორტატი საშუალოდ მატჩში ორმაგი დუბლის შესრულებას გააგრძელებს, მაშინ “ფინიქსს” შეტევაში კარგი წყვილი ჩამოუყალიბდება, რომელზეც რეალურად შეიძლება დაყრდნობა.
ამის შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მცველების წყვილზე: მარშალი-დრაგიჩი. რისი შეთავაზება შეეუძლიათ მათ მეტოქეებისთვის? როცა გამთამაშებლის საკითხი საბოლოოდ მოგვარდება, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ გუნდის სერიოზულ გეგმებზე ლაპარაკი.
საერთო შეფასება: 3 პლუსით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"