"ოლ სტარს" სხვანაირად აირჩევენ

AutoSharing Option
"ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ცვლილებები შეიტანა "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" მოთამაშეების არჩევის პროცესში", - წერს ამერიკული პრესა.

ხანგრძლივი განხილვების შემდეგ გადაწყვიტეს, ხმის მიცემიდან ამოიღონ ფორვარდისა და ცენტრის პოზიცია. ამის ნაცვლად, გულშემატკივრებს შესთავაზებენ წინა ხაზის სამი მოთამაშის არჩევას.

ამ საკითხზე დისკუსია იმის გამო წარმოიშვა, რომ ბევრ კალათბურთელს შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში.

მაგალითად, გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ "სან ანტონიოს" ლიდერი ტიმ დანკანი შეიყვანეს "ფორვარდის" კატეგორიაში. არადა, ის ხშირად ასრულებდა ცენტრის ფუნქციებს.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეებზე ხმის მიცემა 2013 წლის 13 ნოემბერს
დაიწყება.

* * *

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" 40 წლის ფორვარდი გრანტ ჰილი 2012-13 წლების სეზონის სტარტს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს, - იტყობინება ESPN. კალათბურთელი მწყობრში ორი-სამი კვირის შემდეგ ჩადგება. აღსანიშნავია, რომ ჰილს არც ერთ წინასასეზონო მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

გასულ სეზონში ვეტერანი ფორვარდი "ფინიქსის" შემადგენლობაში თამაშობდა და საშუალოდ მატჩში 10.2 ქულას აგროვებდა.

შარლოტი-მაიამი 92:98
22:31, 22:18, 21:32, 27:17
შ: უოკერი (24+6 მოხსნა), სეშენსი (24), ჰენდერსონი (13+3 ჩაჭრა).
მ: ბოში (21+7 მოხსნა+5 პასი), ალენი (15), ჰარისი (12), ჯეიმსი (10+8 პასი).

კლივლენდი-ინდიანა 82:100
23:26, 22:25, 26:27, 11:22
კ: ირვინგი (20), გი (18+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ზელერი (13+7 მოხსნა), უეიტერსი (12).
ი: უესტი (15+8 მოხსნა), ჯორჯი (14), გრინი (13), სტეფენსონი (10+6 პასი), მაინმი (10+6 მოხსნა).

ჩიკაგო-ოკლაჰომა 94:89
28:22, 23:18, 22:27, 21:22
ჩ: ბუზერი (24+12 მოხსნა+5 პასი), დენგი (21+5 მოხსნა), ნოა (15+10 მოხსნა+3 დაფარება), ჰემილტონი (13).
ო: იბაკა (24+8 მოხსნა), მეინორი (13), ჰარდენი (13+7 მოხსნა+7 პასი), ჯონსი (14), ტაბიტი (6+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-ფინიქსი 107:92
25:28, 30:18, 24:25, 28:21
გ-ს: ლი (16+5 მოხსნა), ბარნსი (16+7 მოხსნა), ჯეკი (13+5 მოხსნა+9 პასი), ლენდრი (13), ტომპსონი (12).
ფ: გორტატი (19+10 მოხსნა), სკოლა (16), მორისი (15+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული