სეზონის წინ: "ატლანტა ჰოქსი"

AutoSharing Option
ატლანტა ჰოქსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 102,4 ქულა - მე-15 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 98,6 ქულა - მე-6 ლიგაში

წინა ხაზი
მიუხედავად იმისა, რომ "ატლანტას" შემადგენლობამ ბევრი ცვლილება განიცადა, გუნდის "მაღალი" მოთამაშეები იგივენი დარჩნენ. დაუმატეთ ამას ჯანმრთელი ელ ჰორფორდი, რომელმაც გასული სეზონის 55 მატჩი გამოტოვა.

შეფასება: 4

უკანა ხაზი
"ატლანტას" ვერც ერთი ახალი მცველი ვერ შეედრება თამაშის დონით გუნდიდან წასულ ჯო ჯონსონს, მაგრამ ლუ უილიამსი, ენტონი მოროუ და დევინ ჰარისი, რა თქმა უნდა, სიღრმეს დაუმატებენ შემადგენლობას და გარკვეულ წნეხს მოხსნიან ჯეფ ტიგს
მხრებიდან.

შეფასება: 3

დაცვა
გასულ სეზონში "ჰოქსი" დაცვაში პროგრესის მხრივ მესამე იყო რეიტინგში, რაშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჯოშ სმიტს. ამ რეიტინგში გუნდს პირველ ადგილზე გასვლაში შეიძლება ხელი შეუშალონ ჰარისმა და მოროუმ, რომლებიც აშკარად სუსტი მცველები არიან.

შეფასება: 3

სათადარიგოთა სკამი
გუნდის თამაში პერიმეტრზე საკმაოდ ძლიერი და ვარიაციული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი დიდი არჩევანი გაქვს ტიგსა და ჰარისს, უილიამსსა და მოროუს (ან კარლაილს) შორის.

შეფასება: 4

მწვრთნელი
როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა ლარი დრიუ, "ატლანტამ" მოუკლო თამაშს შეტევაში, მაგრამ, ამასთან, ამ სპეციალისტს შეუძლია გუნდის თამაში ისე ააწყოს, რომ ელ ჰორფორდის არყოფნაშიც "ატლანტამ" თანაბრად იბრძოლოს აღმოსავლეთის ნებისმიერ მეტოქესთან. ახლა მათ ახალი გამოწვევა აქვთ - ისწავლონ ჯო ჯონსონის გარეშე თამაში.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება
დენი ფერიმ, როგორც იქნა, იპოვა ჯონსონის კონტრაქტისგან განთავისუფლების გზა. გარდა ამისა, მან ერთგვარი მოქნილობა დაუმატა გუნდის შემადგენლობას, როცა უილიამსი ჰარისით შეცვალა. ასე რომ, მომავალ ზაფხულს "ატლანტას" ბიუჯეტში გამონთავისუფლებული იქნება 30 მილიონი დოლარი.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ფულით მატჩების მოგება არ ხდება. თანაც, დუაიტ ჰოვარდის გადაბირების ოცნება ოცნებად დარჩა.

შესაბამისად, ჯონსონის გაცვლისგან ერთადერთი სარგებელი - ბიუჯეტის განტვირთვა გახდა.

დენი ფერის მუშაობისგან პირველი შთაბეჭდილებები - მეტად არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, ყველას კარგად ესმის, რომ ჯონსონით, ჰორფორდითა და სმიტით გუნდმა უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს. ახლა "ატლანტა" შეგნებულ ნაბიჯს აკეთებს უკან - იწყება გარდაქმნა.

ოღონდ აბსოლუტურად გაუგებარია, როდის მიაღწევს გუნდი იმ წარმატებას, რომელიც თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა.

საერთო შეფასება: 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული