ამ გუნდის ლიდერს სტივენ კარს ისევ ჰქონდა პრობლემები ტყორცნების რეალიზაციის მხრივ - 15-დან 12 ბურთი ააცილა. სულ კი სეზონში ეს მცველი თამაშიდან 36-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის.
იმ საღამოს "კინგზიც" დიდად ვერ ბრწყინავდა და შეიძლებოდა, დამარცხებულიყო კიდეც; არადა, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა.
მასპინძლებმა ბოლოსკენ დაკარგეს კონცენტრაცია: კაზინსი და კომპანია ოთხი წუთით ადრე 11 ქულას იგებდა, 30 წ
* * *
დიონ უეიტერსი - ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც საშინელი წნეხის ქვეშ მოექცა NBA-ში ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ.
საქმე ისაა, რომ საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა ამ მცველის ლიგაში მისვლა. უეიტერსი NCAA-ს ჩემპიონატში თამაშისას არასოდეს მოხვედრილა სასტარტო ხუთეულში და პროგნოზების მიხედვით, არ შედიოდა დრაფტის TOP10-ში.
მიუხედავად ამისა, ის მეოთხე ნომრად აიყვანა "კლივლენდმა". რეგულარულის პირველ მატჩებში ის არაფრით ჩამორჩებოდა რეკლამირებულ ბილსა და რობინსონს.
პროფესიულ დონეზე მეოთხე მატჩში უეიტერსი "კლიპერსზე" სენსაციური გამარჯვების მთავარი გმირი აღმოჩნდა.
ის არა მარტო ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში, არამედ 11 ცდიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო (არადა, მას ყველაზე მეტად არასტაბილური სროლის გამო აკრიტიკებდნენ). თანაც, ორი სამქულიანი მატჩის გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდო - დიონმა ორჯერ გაისროლა მას შემდეგ, რაც კროუფორდმა ანგარიში გაათანაბრა და კინაღამ თამაშში გარდატეხა შეიტანა.
კლიპერსი-კლივლენდი 101:108
28:31, 22:26, 28:27, 23:24
კლიპ: გრიფინი (20+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), კროუფორდი (19), პოლი (17+5 მოხსნა+9 პასი), ბლედსოუ (11+5 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ბაქლერი (11), ჯორდანი (10+6 მოხსნა+5 დაფარება).
კლივ: უეიტერსი (28), ირვინგი (24+10 პასი), ვარეჟაო (15+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), ზელერი (15+7 მოხსნა), კ. მაილზი (10).
საკრამენტო-გ. სტეიტი 94:92
21:22, 31:22, 23:20, 19:28
ს: კაზინსი (23+15 მოხსნა), ტორნტონი (16), ბრუქსი (12), ბოგუტი (10).
გ-ს: ტომპსონი (22+7 მოხსნა), ლი (20+6 მოხსნა), კარი (12+6 მოხსნა+8 პასი), ბოგუტი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"