კვლავაც ჯონ უოლისა და ნენე ილარიოს გარეშე მოთამაშე "უიზარდს" შეეძლო "ინდიანასთან" წაგებისთვის დაეღწია თავი.
მართალია, აუტსაიდერმა 7:26-ით დაიწყო შეხვედრა, მაგრამ მესამე მეოთხედის დასასრულს რენდი უიტმანის შეგირდებმა აშკარად დაიმსახურეს ოვაციები - სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა - 67:71!
ბოლო წამებზე კი მასპინძლები ერთ ქულამდეც კი მოუახლოვდნენ მეტოქეს, მაგრამ ძალიან რთულია გამარჯვების მოპოვება იმ დროს, როცა სასტარტო ხუთეულის წევრები თამაშიდან 22
საბოლოოდ ვაშინგტონელებმა ისევ წააგეს - "ინდიანამ" მეტოქეს 10:4 გაქცევით უპასუხა. მატჩის გმირები გახდნენ დევიდ უესტი და როი ჰიბერტი: 50 ქულა, 20 მოხსნა და 8 დაფარება.
* * *
არ გაუმართლა 20 ნოემბერს "ჰიუსტონს" "იუტასთან" მატჩის წინ. მის ლიდერს ჯეიმს ჰარდენს ტემპერატურამ აუწია და მისი მოედანზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
საბოლოოდ ყოფილი ოკლაჰომელი მაინც გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ პირველი ხუთი ტყორცნა ააცილა და თავისი ქულების ანგარიში მხოლოდ პირველი მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გახსნა. ჰარდენმა, რომლის საშუალო შედეგიანობა ამ მატჩამდე 26 ქულას შეადგენდა, ამჯერად მხოლოდ ექვსი დააგროვა, "იუტამ" კი თავი არ შეირცხვინა თავისი ყოფილი მწვრთნელის, ჯერი სლოუნის წინაშე, რომელიც ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს შეხვედრას.
პირველ ტაიმში მასპინძლების ხანგრძლივი სპურტის (42:19) შემდეგ მატჩის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო. "როკეტსი" შინ სამმატჩიანი წაგებათა სერიით დაბრუნდა.
* * *
"შარლოტმა" ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმოები "მილუოკის" წინააღმდეგ და ამ გუნდს სეზონში პირველი საგარეო მარცხი აგემა. "ბობკეტსმა" 30 თავისუფალი ტყორცნა შეასრულა და 27 მოათავსა კალათში, სეშენსს კი ამ მხრივ ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა - 10-დან 10.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე სტუმრად ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია - "ლოს ანჯელეს კლიპერსი".
* * *
"დალასს" შეეძლო თავიდან აეცილებინა ოვერტაიმი "გოლდენ სტეიტთან" საშინაო შეხვედრაში: ჰარისონ ბარნსმა სამქულიანი ააცილა და "მავერიქსს" 15 წამი ჰქონდა ბოლო შეტევისთვის. მაგრამ ვინს კარტერის ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია, ოვერტაიმი კი "კოვბოებისთვის" კატასტროფულად დაიწყო - სტუმრები 7:0 გაიქცნენ.
სხვებზე ადრე გამოერკვა ო ჯეი მაიო. ამ კალათბურთელს მომავალ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება და ვალდებულია, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. მან დამატებით დროში 11 ქულა მოათავსა კალათში, მაგრამ დანარჩენ ტექსასელებს თავი ერთხელაც არ გამოუჩენიათ, მათ შორის, არც შონ მერიონსაც, რომელმაც 17 წამით ადრე ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუშვა ხელიდან. არადა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ესროდა.
ბურთი ფარიდან სტივენ კარიმ მოხსნა და მასპინძლებს არანაირი შანსი არ დაუტოვა, რადგან გამთამაშებელი იმ დღეს უშეცდომოდ ისროდა საჯარიმოს ხაზიდან.
ვაშინგტონი-ინდიანა 89:96
13:28, 28:22, 26:21, 22:25
ვ: ბილი (18), სერაფინი (13), ჯორ. კროუფორდი (11), ლივინგსტონი (10).
ი: უესტი (30+8 მოხსნა+4 დაფარება), ჰიბერტი (20+12 მოხსნა+4 დაფარება), ჰილი (12+5).
შარლოტი-მილუოკი 102:98
30:23, 25:31, 22:27, 25:17
შ: სეშენსი (23), მალენსი (19+9 მოხსნა), უოკერი (19+3 ჩაჭრა), კიდ-გილკირსტი (15+9 მოხსნა), ტეილორი (10), ჰეივუდი (6+11 მოხსნა).
მ: ელისი (31+5 პასი), დანლივი (16+5 მოხსნა), ჯენინგსი (10+5 პასი).
ატლანტა-ორლანდო 81:72
21:23, 20:14, 24:12, 16:23
ა: ჰორფორდი (15+9 მოხსნა), უილიამსი (14), ფაჩულია (8+11 მოხსნა).
ო: დევისი (11), ვუჩევიჩი (5+13 მოხსნა).
დალასი-გ. სტეიტი 101:105 (ო)
20:23, 18:20, 27:24, 25:23, 11:15
დ: მაიო (27+5 მოხსნა), კამანი (18+17 მოხსნა), მერფი (12).
გ-ს: კარი (31+9 პასი+6 მოხსნა), ბარნსი (20+12 მოხსნა), ლი (17+19 მოხსნა).
იუტა-ჰიუსტონი 102:91
29:26, 32:18, 24:26, 17:21
ი: ჯეფერსონი (14+16 მოხსნა), ფოიე (14), მარვ. უილიამსი (12), მილსეპი (10+8 მოხსნა), ტინსლი (3+5 მოხსნა+11 პასი).
ჰ: პატერსონი (19), ლინი (13+6 მოხსნა), ჯონსი (12+8 მოხსნა), მორისი (12), პარსონსი (11+10 მოხსნა+5 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"