გერმანელს ქირურგიული ჩარევა ოქტომბრის შუა რიცხვებში დასჭირდა. მიმდინარე სეზონში მას არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ვარაუდობენ, რომ ნოვიცკი დეკემბრის შუაში დაბრუნდება მოედანზე.
"ყოველი ახალი ვარჯიშისას ის სულ უფრო მეტად მონდომებულია, - აღნიშნა "დალასის" დამრიგებელმა რიკ კარლაილმა. - მე მომწონს მისი საქმისადმი მიდგომა, კერძოდ, ტრენაჟორებთან მუშაობა. დირკი დადებით შედეგებს გვიჩვენებს და ეს გვაიმედებს".
* * *
"სან ანტონიო სპურსს" გამოაკლდა მცველი სტივენ ჯექსონი, რომელმაც ტრავმა "კლიპერსთან" მატჩში მიიღო, - წერს
წლევანდელ სეზონში კალათბურთელი საშუალოდ 7.7 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებს.
* * *
სერიოზული დანაკლისი განიცადა "კლივლენდ კავალიერზმა". ამ გუნდის წამყვანი გამთამაშებელი კაირი ირვინგი მინიმუმ ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან.
მიზეზი მარცხენა ხელის ტრავმაა, - იტყობინება სააგენტო AP. თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს იყო მცირე დაზიანება, მაგრამ განმეორებითმა სამედიცინო გამოკვლევამ მოტეხილობა გამოაჩინა.
გასული სეზონის საუკეთესო ახალბედამ ტრავმა "დალასთან" მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო, რომელშიც მან 34 ქულა დააგროვა. ირვინგი მოედანს კვირას, "ფილადელფიასთან" მატჩში დაუბრუნდა, რომელშიც მხოლოდ 9 ქულა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"