ამ შეხვედრის შედეგი მოულოდნელი იყო, რადგან "ნიქსს" აკლდა თავისი ლიდერი კარმელო ენტონი, რომელსაც მარცხენა ხელის თითზე ხუთი ნაკერი დაადეს, ხოლო "მაიამის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი წესრიგში იყო და მას მხოლოდ ერთი პასი დააკლდა ზედიზედ მეორე სამმაგ დუბლამდე (31 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი).
ეს გუნდები ამ სეზონში უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 3 ნოემბერს, "ნიუ იორკმა" შინ 20 ქულის სხვაობით გაანადგურა ჩემპიონი (104:84), ასე რომ, ფლორიდელებს რევანშზე ფიქრი
პირველ ტაიმში მოედანზე სრული თანაფარდობა იყო, დიდი შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა გაქცევა მოახერხეს. ყველაფერი ჯეისონ კიდის სამქულიანით დაიწყო და ვეტერანის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა მისი პარტნიორებისთვის.
საერთო ჯამში, რვა წუთის განმავლობაში ნიუიორკელებმა რვა სამქულიანი ჩააგდეს, თანაც ხუთნი იყვნენ ამ ტყორცნების ავტორები, მათ შორის, ბოლო ჯეი არ სმიტი.
შემდეგ კი ტაისონ ჩენდლერმა ორი საჯარიმო გამოიყენა და "ნიქსის" უპირატესობა 18 ქულამდე აიყვანა.
"მაიამის" საპასუხო გაქცევამ (13:3) შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ცოტა ხნით. ეს "ჰიტის" ბოლო გაბრძოლება იყო მატჩში. უკანასკნელ 12-წუთეულში "ნიქსმა" ტემპი არ დააგდო და საბოლოოდ, 20 ქულით მოიგო - ზუსტად ისე, როგორც 3 ნოემბერს.
მაიამი-ნიუ იორკი 92:112
26:23, 27:30, 27:37, 12:22
მ: ჯეიმსი (31+10 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (13), ბოში (12+6 მოხსნა), ჰასლემი (10+7 მოხსნა).
ნ-მ: ფელტონი (27+7 პასი), ნოვაკი (18), ჩენდლერი (13+9 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა), უოლასი (12+7 მოხსნა), კიდი (11).
* * *
"ფინიქსმა" "დალასთან" საშინაო შეხვედრაში 11:1 სტარტის მიუხედავად, ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო რეგულარულში. მარცხის მიზეზი გახდა მესამე მეოთხედის დასაწყისში დალასელთა 19:2 გაქცევა. მასპინძლებს კოშმარული 387 წამი ჰქონდათ, რომელიც 14 (!) გაფუჭებულ შეტევას მოიცავდა.
მასპინძლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დანებდნენ და ხანგრძლივი გაქცევა იმით დაასრულეს, რომ საფინალო სირენამდე 48 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. მაგრამ, ბოლომდე საქმის მიყვანა "ფინიქსმა" ვერ შეძლო.
საპასუხო შეტევაში მაიომ საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში, შემდეგ კი ექვსი საჯარიმო უშეცდომოდ ესროლა.
ფინიქსი-დალასი 94:97
23:23, 21:17, 18:29, 32:28
ფ: მორისი (15+17 მოხსნა), დრაგიჩი (15+4 ჩაჭრა), სკოლა (13+9 მოხსნა), ბრაუნი (11+4 ჩაჭრა), დადლი (11).
დ: მაიო (23+5 მოხსნა+5 პასი), რაიტი (16), კოლისონი (16), კამანი (15+7 მოხსნა), მერიონი (10+5 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"