სტუმრების რიგებში ჯინობილის არყოფნით გამოწვეული ვაკუუმის შევსება ნანდო დე კოლომ სცადა, რომელმაც
ამას ემატება წაგებული ფარი (მოხსნები: 37-49) და 16 ისეთი ჯარიმა, რომლის დროსაც "ოკლაჰომას" რომელიმე კალათბურთელი საჯარიმოს ხაზზე დგებოდა. მასპინძლებმა ეს მომენტი კარგად გამოიყენეს - 30-დან 27 თავისუფალი გამოიყენეს. და კიდევ, "სპურსს" სამქულიანების გამოყენების საშინელი პროცენტი ჰქონდა - 20-დან მხოლოდ 6 ზუსტი შორეული ტყორცნა.
ამ მატჩის გმირები არა კევინ დურანტი ან რასელ უესტბრუკი, არამედ სერჟ იბაკა და კევინ მარტინი იყვნენ. იბაკამ შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (25 ქულა), რასაც 17 მოხსნა დაუმატა. ბრწყინვალედ ისროდა იმ დღეს მარტინი - ამ წყვილმა თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 17-ჯერ ზუსტად. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში დურანტმა ჩრდილში ყოფნა ამჯობინა, უესტბრუკმა კი პასებით მომარაგება.
"სან ანტონიომ" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო. ამ გუნდის მდგომარეობას კარგად გამოხატავს ტექნიკური ჯარიმა, რომელიც გრეგ პოპოვიჩმა მიიღო. "სპურსის" მწვრთნელმა მეტოქის 11:0 გაქცევის შემდეგ აიღო ტაიმ-აუტი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი შეგირდებისთვის ახსნა-განმარტებები მიეცა, მსაჯთან, ბენეტ სალვატორესთან ურთიერთობის გარკვევა დაიწყო.
"ოკლაჰომამ" კი 11 მატჩამდე აიყვანა თავისი მოგებათა სერია, რითაც გაიმეორა საკლუბო რეკორდი, რომელიც 1996 წლით თარიღდება, მაგრამ ეს სერია, სავარაუდოდ, მალე შეწყდება, რადგან მომდევნო 21 მატჩიდან 15-ს "ოკლაჰომა" სტუმრად ჩაატარებს.