ფრენკ ფოგელის შეგირდები საშუალოდ მატჩში 89.9 ქულას (საუკეთესოა "მემფისი" – 89.1) უშვებენ. გარდა ამისა, "პეისერსი" ლიდერობს მეტოქის მიერ თამაშიდან ჩაგდებული პროცენტის მიხედვით.
თავის მხრივ, "მაიამის" პირველი ადგილი აქვს ტყორცნების გამოყენების პროცენტით, მაგრამ ფლორიდელების რიგებში სერიოზული კრიზისი სახეზეა.
"ჰიტმა" ბოლო შვიდი მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ ერთი მოიგო და ისიც ასოციაციის ყველაზე უარეს გუნდთან – "ვაშინგტონთან".
უმეტეს წილად, "მაიამის" პრობლემა შედეგიანობის დაცემასა და სათადარიგოთა სკამის პროდუქტიულობის კლებას უკავშირდება; აგრეთვე, ფარქვეშ
"ინდიანა" უკვე პირველ ტაიმში გაიქცა ათი ქულით, მაგრამ უეიდმა საჭირო დროს გაიხსენა თავისი სნაიპერული თვისებები და "მაიამიმ" არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ მესამე მეოთხედში შვიდი ქულით წინ გასვლა მოახერხა. ამის შემდეგ აფეთქდა ჯორჯი, რომელმაც თავისი 17 ქულა ჩადო 33:9 სპურტში.
მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშა "პეისერსის" დაცვამ - მან "მაიამის" არ მისცა თავისი საფირმო კონტრშეტევების განხორციელების საშუალება, თან მეტოქეს რვა შეცდომა დააშვებინა. ამ ყველაფერმა ის გამოწვია, რომ "მაიამიმ" სეზონში საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა დაგროვილი ქულების რაოდენობით, "ინდიანამ" კი მოიგო მატჩი თამაშიდან 36 პროცენტის რეალიზაციით.
* * *
"ფინიქსმა" ზედიზედ მეათე მატჩი წააგო სტუმრად, "მილუოკიმ" კი დროებითი მწვრთნელის, ჯიმ ბოილენის ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა მოიგო და შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
თუ პირველი ნახევარი სტუმრებს დარჩათ, მესამე და მეოთხე მეოთხედი გადამწყვეტი გახდა "ბაქსის" წარმატებაში. მესამე 12-წუთეულში "ირმები" რვა ქულას აგებდნენ, მაგრამ ილიასოვამ და მატჩის გმირმა ბრენდონ ჯენინგსმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს, რამაც თითქმის გატეხა "ფინიქსი".
ამ უკანასკნელმა შეძლო მეოთხე მეოთხედში მინი-სპურტის (8:1) მოწყობა და წინააღმდეგობასაც უწევდა მასპინძლებს, მაგრამ "მილუოკის" ახალბედამ ჯონ ჰენსონმა, რომელმაც ახალი მწვრთნელის წყალობით სერიოზული სათამაშო დრო მიიღო, გასაქანი არ მისცა გორან დრაგიჩს.
ასევე უნდა აღვნიშნოთ "მილუოკის" ცენტრის, ლარი სანდერსის ბრწყინვალე თამაში დაცვაში - მან ექვს დაფარებას სამი ჩაჭრაც დაუმატა. სხვათა შორის, "ფინიქსის" 16 შეცდომა "მილუოკის" 22 ქულად გადაიქცა, იმ დროს, როცა "ბაქსის" 12 დაკარგვამ მხოლოდ 12 ქულა მოუტანა "სანზს".
ფილადელფია-ბრუკლინი 89:109
24:26, 23:22, 14:35, 28:26
ფ: ჰოლიდეი (19+8 პასი), ჰოიესი (14), იანგი (11).
ბ: უილიამსი (22+5 პასი), ბლეტჩი (20+7 მოხსნა), ჯონსონ (15+5 პასი), ლოპესი (13), უოლასი (11+5 პასი).
ინდიანა-მაიამი 87:77
20:19, 22:23, 25:15, 20:20
ი: ჯორჯი (29+11 მოხსნა), უესტი (14+11 მოხსნა), სტივენსონი (13), ჰიბერტი (6+14 მოხსნა).
მ: უეიდი (30+5 მოხსნა), ჯეიმსი (22+10 მოხსნა), ბოში (14+5 მოხსნა).
მილუოკი-ფინიქსი 108:99
26:33, 24:23, 30:20, 28:23
მ: ჯენინგსი (29+9 პასი), ელისი (13), ჰენსონი (12+11 მოხსნა), ილიასოვა (12+6 მოხსნა), მბა ა მუტე (11), სანდერსი (10+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+6 დაფარება), უდრიხი (10).
ფ: დრაგიჩი (21), დადლი (18+5 მოხსნა+8 პასი), გორტატი (16+14 მოხსნა), სკოლა (12+10 მოხსნა).
მინესოტა-ატლანტა 108:103
30:20, 28:22, 27:29, 23:32
მ: პეკოვიჩი (25+18 მოხსნა), კირილენკო (21+6 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (17), შვედი (15+7 პასი), რიდნური (10+5 მოხსნა).
ა: სმიტი (21+13 მოხსნა+7 პასი), უილიამსი (21+8 პასი), ჰორფორდი (19+11 მოხსნა), კორვერი (15), ჯენკინსი (10).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"