75-ათასდოლარიანი ტყორცნა და აღფრთოვანებული ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]

AutoSharing Option
ილინოისელმა მაიკლ დრაიშმა, რომელიც კალათბურთის გულშემატკივართათვის გამართული სპეციალური კონკურსის მონაწილე იყო, 75 ათასი აშშ დოლარი მოიგო.

იღბლიანმა მაიკლმა "მაიამისა" და "დეტროიტს" შორის ნბა-ს მატჩის შესვენების დროს მოედნის ცენტრიდან ბურთი კალათში ერთი ცდიდან მოათავსა.

მაიკლს ჯერ კიდევ მაშინ გაუმართლა, როდესაც "ბრმა" წილისყრით სროლის უფლება მოიპოვა.

კომპიუტერულ კომპანიაში დასაქმებულმა ამ 50 წლის მამაკაცმა ცალი ხელით ისე მოხდენილად ტყორცნა და "ჩასვა", თვით "მაიამის" ვარსკლავი ლებრონ ჯეიმსიც კი აღაფრთოვანა.

ეს უკანასკნელი უმალ მოედანზე შევარდა და მაიკლს ისე ძალუმად გადაეხვია, ორივენი პარკეტზე გაგორდნენ.

"ვერცკი წარმოვიდგენდი,
რომ ჯეიმსი ასე მომილოცავდა,
- თქვა კონკურსის გამარჯვებულმა. - ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემს თავს მოხდა".

სხვათა შორის, დრაიშმა აღიარა, რომ სროლაზე ორი დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, თუმცა ტრიუმფალურ ჩაგდებამდე მხოლოდ ერთხელ შეძლო ბურთის კალათში მოთავსება.

VideoSportall.Ge
75 ათასი დოლარის მომტანი ტყორცნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული